კანადამ უკრაინისკენ პირველი სამხედრო დახმარება გააგზავნა
მსოფლიო - 11:48, 28 Nov, 2014     2713

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„გუშინ კანადის თავდაცვის მინისტრმა ნიკოლსონმა გვამცნო კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილება, უკრაინას 11 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიონ“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

მოსალოდნელია რომ კანადური თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში 28 ნოემბერს ჩამოფრინდება, ტვირთს უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო აცილებს.

შეგახსენებთ, კანადის თავდაცვის მინისტრმა რობერტ ნიკოლსონმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა რომ ოტავა უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის საპასუხოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უსასყიდლოდ გადასცემს არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას.

საქმე ეხება ტაქტიკურ საკომუნიკაციო სისტემებს, განაღმვისთვის საჭირო მოწყობილობებს, სამედიცინო ინსტრუმენტებს და ღამის ხედვის მოწყობილობებს.

გარდა ამისა, უკრაინული არმია 30 ათასი ჯარისკაცისთვის ზამთრის ტანსაცმელს მიიღებს. დახმარების საერთო ღირებულება 11 მილიონ დოლარს შეადგენს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42