აფბა პროკურატურას შესასწავლად მასალებს უგზავნის
სამართალი - 11:46, 12 Jan, 2013     467
რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ."კომუნიკაციების სფერო, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური დარგი რეგულირებას ექვემდებარება, რათა ადგილი არ ჰქონდეს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას და ბაზრის მოთამაშეების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ორგანო, რომელიც ახდენს ამ სფეროს რეგულირებას არის – საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი ერთი ფაქტიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ კომისია ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა-შენარჩუნების ხელშეწყობის ნაცვლად, კანონმდებლობის უხეში დარღვევებით ხელს უშლის ამ პროცესს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მოქმედი ურთიერთჩართვის ტარიფებისა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების თაობაზე. ურთიერთჩართვა ეს არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით. ურთიერთჩართვის ტარიფის განსაზღვრის მთავარი პრინციპი კომპანიების მიმართ თანაბარი, არადისკრიმინაციული მიდგომაა. თუმცა, ეს პრინციპი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წლების მანძილზე უხეშად ირღვეოდა და ირღვევა ახლაც. საქმე ეხება, მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშის, კერძოდ "ბილაინის" ინტერესების სასარგებლოდ სხვა ოპერატორების ("მაგთიკომის" და "ჯეოსელის") მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც კანონით "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" დანაშაულად ითვლება. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის დადგენილებით, რომელიც იმავე წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა, უერთიერთჩართვის ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა: "მაგთის" და "ჯეოსელს" "ბილაინისთვის" ქსელში ჩართვისთვის უნდა გადაეხადათ 14.8 თეთრი, "ბილაინს" კი იგივე მომსახურებისთვის აღნიშნული კომპანიებისთვის 8-თეთრიანი ტარიფი განესაზღვრა, ანუ სხვაობამ 6.8 თეთრი შეადგინა. ამ გადაწყვეტილების მოტივად "ბილაინის", როგორც ბაზრის ახალი მოთამაშისთვის გათვალისწინებული შეღავათები დასახელდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის მაისში, როდესაც "ბილაინის" საბაზრო წილმა მისთვის კანონით განსაზღვრული გარკვეული შეღავათების ზღვარს გადააცილა, კომისიამ თითქოს ვერ შეამჩნია, ვერ დათვალა "ბილაინის" აბონენტები და არ აღიარა იგი ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიად. ამის შედეგად, ირაკლი ჩიქოვანის უწყებამ არ გადახედა სატარიფო პოლიტიკას და ურთიერთჩართვის ტარიფი არ შეცვალა. უფრო მეტიც, კომუნიკაციების კომისიამ ტარიფების გადახედვის შესახებ დადგენილება მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში მიიღო და ახალი ტარიფების ამოქმედება 2012 წლის თებერვლისთვის გადადო. ანუ, ფაქტია, კომისიამ გამოიჩინა გულგრილობა, "თვალი დახუჭა" "ბილაინის" მიერ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მოპოვების ფაქტზე, რითაც კომპანიას, ფაქტობრივად, დამატებით აჩუქა მნიშვნელოვანი შეღავათის კიდევ ერთი წელი, რა პერიოდშიც "ბილაინი" ურთიერთჩართვის ტარიფებს შორის თითქმის 7-თეთრიანი სხვაობით სარგებლობდა. კომისიის ეს ქმედება, ჩვენი აზრით, ვერ ჯდება კანონის ნორმებში და ჩარჩოებში. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ურთიერთჩართვის ბაზარზე ბაზრის წილის პირველად კრიტერიუმს, ამ შემთხვევაში, აბონენტების მთლიან რაოდენობაში "ბილაინის" აბონენტების წილს, მნიშვნელობა არ აქვს. ურთიერთჩართვის ბაზარზე ყველა ოპერატორი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას და თითოეული მათგანის მიმართ მიდგომა უნდა იყოს თანაბარი. ამ ნორმის შესრულება ასევე კანონით არის დადგენილი. გამოდის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, თავისი უკანონო დადგენილებებით ხელს უწყობდა კომპანიების – "მაგთისა" და "ჯეოსელის" მიერ "ბილაინის" სუბსიდირებას. სუბსიდირება კი არ არის კანონით დაშვებული ის მექანიზმი, რომლითაც ხელი უნდა შეეწყოს ბაზრის ახალ მოთამაშეს გაძლიერებაში, უფრო ზუსტად კი ეს ქმედება კანონით იკრძალება. ამდენად, კომპანიების მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29 პუნქტით არის განსაზღვრული, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უხეშად იქნა დარღვეული. დღევანდელი მდგომარეობით, "მაგთი" და "ჯეოსელი" ბილაინს ქსელში ჩართვისთვის 11 თეთრს უხდიან, "ბილაინითვის" კი ეს ტარიფი 8 თეთრია. განსხვავება 3 თეთრს შეადგენს. ამმხრივ საინტერესოა თავად კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკა, რომელიც ურთიერთჩართვის ტარიფებს ეხება. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს: რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ისლანდიაში, დანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში განსხვავება ურთიერთჩართვის ტარიფებს შორის საერთოდ არაა, გერმანიში სხვაობა 0,006 თეთრია (გაცვლითი კურსი 2.16), თურქეთში 0.7 თეთრი, ბელგიში – 1 თეთრი, ესპანეთი – 1 თეთრი და ა.შ. საქართველოში კი, მაქსიმალური სხვაობა, შეგახსენებთ, 3 თეთრია, თუმცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში 7 თეთრს აღწევდა. ამდენად, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ:



ა) არ გამოიჩინა ბაზრის ყველა მოთამაშის მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მიდგომა, რითაც ხელი შეუშალა ბაზარზე კონკურენციის განვითარებას – ეს ქმედება ითვლება კანონდარღვევად!

ბ) გამოიჩინა გულგრილობა და თვალი დახუჭა "ბილაინის" მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მოპოვების ფაქტზე, რის შედეგადაც სატარიფო პოლიტიკა ამ კომპანიის მიმართ უნდა შეცვლილიყო და ამით კომპანია "ბილაინს" 1 წლით გაუხანგრძლივა "სასათბურე პირობები" – ეს ქმედება ითვლება კანონდარღვევად!

გ) ხელი შეუწყო ბაზრის 2 მოთამაშის მიერ მესამე კომპანიის ფაქტობრივ სუბსიდირებას – ეს ქმედება ითვლება კანონდარღვევად!



"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღნიშნული კანონდარღვევები არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. "აფბა" დეტალურად სწავლობს საკომუნიკაციო სფეროში არსებულ ვითარებას და მიმდინარე კვლევების შესახებ საზოგადოებას მუდმივ ინფორმირებას პირდება. რაც შეეხება წარმოდგენილ ფაქტებს, მათი სამართლებრივი შესწავლის თხოვნით ჩვენ მივმართავთ მთავარ პროკურატურას. "აფბა" იმედოვნებს, რომ ეკონომიკა ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც გახდება რეალურად საბაზრო ნიშნების მატარებელი, რაც ერთ-ერთი უპირველესი პირობაა ეკონომიკური ზრდის და კეთილდღეობის მიღწევის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42