საქალაქო სასამართლომ მანდატურების სარჩელი არ დააკმაყოფილა
სამართალი - 19:45, 11 Jan, 2013     412
- გიორგი უშვერიძის, დავით ხარიტონიშვილის, ზურაბ ჭიკვაიძის, ზურაბ ღუღუნიშვილის, თამაზ ზურაშვილის, კობა თორიაშვილის და თამაზ სარალიძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ დააკმაყოფილა.
მხარეთა შორის დავის საგანს ამავე სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებების გაუქმება, მოსარჩელეების სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა.

მოსარჩელეთა განმარტებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მათ მიმართ ხელმძღვანელობის სხვადასხვა რგოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების მიზნით, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

აღნიშნულის გამო სასამართლოს შვიდი მანდატური პროტესტის ნიშნად გაიფიცა, 2012 წლის 1 ნოემბერს კი კოლექტიური განცხადების საფუძველზე, ”სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე პროტესტის ნიშნად” მათ სამსახური დატოვეს. მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია თავმჯდომარის მიმართ პირადი განცხადებით მიმართვას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, გათავისუფლების ბრძანებაში კი სწორედ ეს საფუძველია მითითებული.

მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
"სასამართლოს მანდატურების 2012 წლის 26 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, საქალაქო სასამართლოში ჩატარდა შიდა სამსახურებრივი შემოწმება, თუმცა განცხადების ავტორებმა უარი განაცხადეს და თავი აარიდეს ახსნა-განმარტებების მიცემას. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სასამართლო ხელმძღვანელობის მხრიდან, მათ შორის არც სასამართლოს მენეჯერის მხრიდან, მანდატურებზე ზეწოლის ან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სარჩელში, მოსარჩელე მხარეს ხსენებული დასკვნა სადავოდ არ გაუხდია", - ნათქვამია სასამართლოდ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო ბრძანებები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის გამოცემულია.

სასამართლომ ასევე ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის თხოვნა სამსახურში აღდგენისა და სამსახურში არყოფნის პერიოდში ხელფასის განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან ეს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს წარმოადგენს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაშია შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42