„პუტინი ევროპელ ულტრა მემარჯვენეებს აფინანსებს“- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას Independent-ი.
უცხოურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ნაციონალური ფრონტმა“ მარი ლე პენის ხელმძღვანელობით ნაკლებად ცნობილი ჩეხურ-რუსული ბანკისგან კრედიტის სახით 9 მილიონი ევრო მიიღო.
ბანკის საიტზე ნათქვამია რომ აქციების 100%-ის მფლობელი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე რომან პოპოვია.
თუმცა გერმანული მედიის თანახმად, ბანკის აქციების დიდი ნაწილი გენადი ტიმჩენკოს ხელშია, რომელიც რუი ოლიგარქი და ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარია.
არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა, რომელიც ევროკავშირზე თავისი გავლენის გაფართოებას ცდილობს, დაფინანსება გერმენელ ულტრა მემარჯვენეებსაც შესთავაზოს- წერს გამოცემა.
მოსკოვის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ექსპერტების განცხადებით, საუბარი შეიძლება იყოს ევროსკეპტიკოსთა პარტიაზე „ ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭს.
რუსეთის მიერ ევროპელი ულტრა-მემარჯვენეების შესახებ საუბრობს eu-observer-იც, გამოცემა ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებას ასახელებს, რომელთაც კრემლისგან ფულის მიღებაში ადანაშაულებენ.
სტატიის თანახმად, ავსტრიაში ამ ბრალდების ადრესატი "თავისუფლების პარტია" გახდა, რომლის წევრებიც მოსკოვში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ. რუსეთისგან დაფინანსებაში ადანაშაულებენ პარტია "გერმანულ ალტერნატივას" და ფრანგულ "ნაციონალურ ფრონტს," რომელმაც აღიარა, რომ რუსული სახელმწიფო ბანკისგან სესხის სახით 9 მილიონი ევრო მიიღო.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პრორუსული ქსელი ბოლო დროს უნგრეთშიც გამოჩნდა.
გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურისგან ფულის მიღებაზე გამოძიებაც კი დაიწყო. ჟურნალისტის შეფასებით, ეს პარტიები ევროპარლამენტში არასდროს ემხრობიან იმ რეზოლუციებს, რომლებშიც მოსკოვის პოლიტიკაა გაკრიტიკებული.
მასალის გამოყენების პირობები






