იმის გამო, რომ არ არსებობდა საშიშროება ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედებისა,ოქრუაშვილი თავისით ჩამოვიდა და სასამართლოს წინაშე წარსდგა, აღარ აიყო საფუძველი წინასწარი პატიმრობის გამოყენებისა. ამიტომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ორსაათიანი ფიქრის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2006 წელს ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. მას 2006 წელს 63 მილიონი ვაზნის შეძენას ედავებიან, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებით, დოკუმენტებში გაფორმებული საბრძოლო იარაღის ხარისხს არ შეესაბამებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






