მეტროში, მეტრომანში თანხის შესავსებად მივიწევდი სალაროსთან. ნუ ფეიბოქსითაც შემეძლო, მაგრამ მანდ ხომ იცით რამხელა რიგებია, თან ხალხი გაუგებარი სახით რომ დგას მაღიზიანებს. ეს ბავშვიც იქ იდგა სალაროსთან და ყველა იქ მდგომს, მათ შორის მეც მეუბნებოდა - მოდი ჩემს მეტრომანში ჩარიცხე ფული და გაგატარებო. - თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა ან რა უნდოდა ჩემგან ამ ბავშვს, პოლიციაც მოვიდა და ბავშვს დაუწყო კამათი, მართლა კამათი დაუწყო, იმიტომ რომ კი იცოდა რასაც აშავებდა, მაგრამ სამართლებრივი დარღვევა ვერ მოუძებნა და ძალით წააჩოჩიალა მეტროს გასასვლელ კარამდე.
ვერ გავიგე, რომელი იყო დამნაშავე. ეს ბავშვი ერთგვარ აფერასაც კი აკეთებდა, მაგრამ ლოგიკურად არ არღვევდა ჩემი აზრით კანონს, ან თუ არღვევდა ეს პოლიციელი რაღას ეკამათებოდა, როგორც წესი ახსენი რას აშავებს ადამიანი და მიიღე შემდგომი ზომები. ასე დავიბენით ყველა პოლიციელიდან დაწყებული მოლარიდან დამთავრებული.
P.S. ბავშვი არიცხინებს სხვას თავის მეტრომანზე თანხას, მგზავრობისას ზუსტად რამდენი წუთი შეგიძლია არ ვიცი უფასოდ მგზავრობა, მაგრამ გარკვეული დრო უფასოდ მგზავრობ. ამ ბავშვს ერიცხება თანხა ანგარიშზე ისე, რომ არ ეხარჯება და შემდგომ ანაღდებს.
ლაშა რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






