"ვნანობ, რომ სხვის ცოლზე დავქორწინდი"
ეს საინტერესოა - 14:45, 25 Nov, 2014     23504
გავბედე და ჩემი ამბის მოყოლა გადავწყვიტე. წლების შემდეგ პირველად ვიქნები გულახდილი, ვიტყვი იმას, რაც აქამდე არავისთვის გამიმხელია.
ერთხელ ქუჩაში შევხვდი ქალს, რომელსაც თვალი ვერ მოვწყვიტე. დიდხანს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება გავიცნო–მეთქი. ყველაფერი ალბათ ბედია, აბა, სხვას რას დავუკავშირო ის, რომ ერთი ნაცნობი შემხვდა, რომელიც მოვიდა, გადამკოცნა, მომიკითხა. უცებ იმ ქალისკენ გაემართა, მასაც გადაეხვია, მოიკითხა. მერე კი ერთმანეთს გაგვაცნო. საუბარში მივხვდი, რომ გათხოვილი იყო. გულში ჩამეღიმა, აბა, ასეთ ლამაზ ქალს ვინ დატოვებდა–მეთქი.
იქიდან რომ წამოვედი, მისი სახე თავიდან ვერ ამოვიგდე. არ ვიცი, ჩემში რა მოხდა, მაგრამ სულ მასზე ვფიქრობდი. მერე სოციალური ქსელით მოვძებნე და დავეკონტაქტე. შვილის ფოტოები ედო. მასზე გამოვკითხე, მეც რაღაცეები ვუთხარი და ჩვენ შორის დიალოგი შედგა. ცოტა ხანში ვირტუალურ მეგობრებად ვიქეცით.
საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ მასთან მხოლოდ მეგობრობა შეიძლებოდა და სხვა რამეზე არ უნდა მეფიქრა. ჩემს ცხოვრებაში იყო ქალი, ვისზე დაქორწინებას ვაპირებდი. ვცდილობდი, მთელი ყურადღება მასზე გადამეტანა და "მეგობარზე" არ მეფიქრა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ერთხელ შემატყობინა, რომ მის შვილს ოპერაცია გაუკეთეს. კლინიკაში მათ სანახავად მივედი. გაცრეცილი სახით რომ დავინახე, ისე მომინდა, ჩამეხუტებინა, მის გვერდით ვყოფილიყავი... მივხვდი, რომ მას ვეღარ მოვწყდებოდი.
მერე მის ცხოვრებაში რაღაცეები აირია. ქმარმა უღალატა და ამის გამო სასოწარკვეთილი იყო. არ იცოდა, ეპატიებინა თუ არა. საბოლოოდ კი შვება ჩემს მკლავებში იპოვა. ისევ ქმართან ცხოვრობდა, მაგრამ ერთმანეთს ვხვდებოდით. სიყვარულმა ორივე აგვიტაცა, სხვა აღარაფერზე ვფიქრობდით. როცა თითქოს მისი ოჯახი ჩაწყნარდა, ქმარმა პატიება სთხოვა და ყველამ იფიქრა, რომ მათი კონფლიქტი ამოიწურა, სწორედ მაშინ გადმოვიდა ჩემთან. ჩვენმა სიყვარულმა უამრავ წნეხს გაუძლო. იყო ჩხუბი, ლანძღვა–გინება, ფიზიკური დაპირისპირებაც კი, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ. მისი მშობლებიც და ჩემიანებიც შეეგუენ იმას, რომ ერთად ვიყავით.
ცოლ–ქმარი ვართ და ერთი საერთო შვილიც გვყავს. ქორწინების დასაწყისში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მერე რაღაცეები შეიცვალა. სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენებს, რომ ჩემ გამო ბევრი რაღაც დათმო, ნამდვილი ჯოჯოხეთი გადაიტანა. ყველაფერი ვიცი, შეხსენება რა საჭიროა, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს, რომ მის წინაშე მუდმივად დამნაშავედ ვიგრძნო თავი. მისმა პრეტენზიებმა – ქმართან რომ დავრჩენილიყავი, ამას და იმას გამიკეთებდა, შენ კი არაფერს მიკეთებო, ჩემი გრძნობები შეარყია. ყოფითმა პრობლემებმა სიყვარული გააქრო.
ახლა კი ქალი, რომლის გამოც თავის დროზე სიცოცხლე სასწორზე შევაგდე, აღარ მაღელვებს. ჩემთვის ჩვეულებრივ დიასახლისად იქცა, რომელიც სახლში მისულს მეწუწუნება და თავს მაბეზრებს. ასეთი ემოციები ნებისმიერი ქალის მიმართ მექნებოდა, ვინც ჩემს ოჯახში იქნებოდა და ჩემს შვილს გაზრდიდა, მაშინ რაღა საჭირო იყო ამხელა ომი, რაც მის გამო გადავიტანე?
ამ ბოლო დროს ხშირად ვნანობ, რომ სხვის ცოლზე დავქორწინდი. სიმართლე ყოფილა, რომ ამბობენ, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააშენებო. მეც სწორედ ასე დამემართა.
განქორწინებაზე არ ვფიქრობ. ხალხს არ ვათქმევინებ, აი, ხომ ვამბობდითო. მისი ყოფილი ქმრის სიტყვებიც ყურში ჩამესმის, ცოლს რომ უთხრა, ნახავ, მიგატოვებს და ჩემთან ატირებული მოხვალო. მაშინ ვუთხარი, ეს არასოდეს მოხდება–მეთქი. ჩემს სიტყვას შევასრულებ, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ სიყვარული? სიყვარული გაქრა.


სარკის ერთგული მკითხველი

წყარო http://sana.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42