რუსეთის მიერ აფხაზეთის დეფაქტო ანექსია - ხელისუფლების ,,საგარეო ტაშ-ფანდურის" შედეგი
პოზიცია - 16:34, 24 Nov, 2014     6000
ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოჭში რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

რუსეთთან ამ ხელშეკრულებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა თავად აფხაზეთშიც. გასულ კვირას სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს აფხაზთა უხუცესთა საბჭომ და ორგანიზაცია ,,ამცახარამ", ისინი ხელშკრულებას აფხაზეთისთვის საფრთხის შემცველს უწოდებენ. ამბობენ რომ სურთ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ არა რუსეთს გავლენის სფეროში მოქცევა, სადაც აფხაზების თვითმყოფადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სტრატეგიული პატრნიორობის ხელშეკრულებას აპროტესტებენ მოსახლეობაშიც, მათ შორის აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები.

რა ვერ გათვალა საქართველოს მთავრობამ და რა გამოსავალი არსებობს რუსული ანექსიის შესაჩერებლად?

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია. საგარო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და შესაბამისად ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს".

ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენელი კი ხელშკრულების არალეგიტიმურობით იმშვიდებს თავს: „ყველა ე. წ. დოკუმენტი არის არალეგიტიმური, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული, ამიტომ ჩვენ ამ არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ.

საქართველოს ხელისუფლების და ყოფილი პრემიერის ივანიშვილის პოზიციამ, რომ საქართველოს არ უნდა გახდეს საჯილდაო ქვა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, არცთუ სასურველი შედეგი გამოიღო - რუსეთი აქტიურად განარგძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას. საქართველოს საგარეო უწყება კი დასავლეთს მიმართავს, გამოიყენს ყველა ბერკეტი და ხელი ააღებინოს რუსეთს მორიგ აგრესიულ ქმედებაზე: ,,მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აგრესიულ ქმედებებზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კრემლის მორიგ აგრესიას საერთაშორისო თანამეგობრობაც ეხმაურება, შეფასებები კეთდება ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.

"ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას ისევე, როგორც სხვები. დავაკვირდებით დღეს და ხვალ. საქართველოს მთავრობასთან გვაქვს კონსულტაციები და ინფორმაციას ვაგზავნით ვაშინგტონში. ამასთან დაკავშირებით უფრო მიზანშეწონილი იქნება პასუხის გაცემა მაშინ, როდესაც მეტი ინფორმაცია გვექნება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ჰააგაში პუტინი-ხაჯიმბას შეხევდრას ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც გამოეხმაურა. „ნატო და მისი მოკავშირეები არ აღიარებენ არც აფხაზეთის და არც „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას. ისინი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. იმ საზღვრების შემადგენელი ნაწილი, რომელიც საერთაშორუსოდ არის აღიარებული. ასე რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოში ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ტოივო კლაარის განცხადებით კი, მსგავის შეთანხმება და ხელშეკრულება რუსეთ-აფხაზეთს შორის, საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ და მის ევროინტეგრაციას ვერ შეაფერხებს:

„ვფიქრობ, ამ ე.წ. შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, ამიტომ მშვიდად უნდა ვიყოთ და გავერთიანდეთ მისი ანალიზისთვის. პრინციპულად ეს ე.წ. შეთანხმება ვერაფერს შეცვლის ევროკავშირის მიდგომაში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისეთივე ხელშეუხებელია, როგორიც ყოველთვის იყო", - განაცხადა ტოივო კლაარმა.

„ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ არაფერი ახალი ამაში არ არის, ,,ეს არის შეთანხმება, რომელზეც ბოლო რამდენიმე თვეა საუბარია. კარგად გამოჩნდა, რომ რუსეთმა ეს შეთანხმება მოახვია თავს აფხაზურ საზოგადოებას. რა თქმა უნდა ბოლო ვერსიაში რაღაც ცვლილებები შევიდა, მაგრამ იდეა იგივეა, ანუ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ანექსიისკენ. ეს არ არის საბოლოო ანექსია, მაგრამ ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი, სწორედ ამ ტერიტორიის ანექსიაა. აფხაზები ამას შეეწინააღმდეგნენ, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, ხელშეკრულება შეცვლილი იქნა, მაგრამ საბოლოო ჯამში სურათი არ იცვლება. დომინირებს რუსეთი და მორიგი ნაბიჯი გადადგეს, რომ როგორც საბაჟო, ისე სამხედრო საზღვრების კონტროლი კიდევ უფრო დაიახლოვონ“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას სერგი კაპანაძემ.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც დღეს სოჭშია დაგეგმილი, საქართველოში რუსულ ანექსიად, ყველა ერთხმად აფასებს. თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობა მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს.

ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად აქტიურად უნდა ჩართოს დასავლეთი არსებულ სიტუაციაში და შესაბამისად, ილუზიებიდან გამოვიდეს:

„ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთებს ერთი რაღაცის გარდა, იგი ილუზიებს საბოლოოდ უნდა დაეხსნას, ეს უმთავრესია. მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანებული და გაგიჟებულია რუსეთი, ამიტომაც ჩვენ უნდა შევეცადოთ, მისი აგრესია ავიცილოთ თავიდან, ილუზიებს არ უნდა მივეცეთ. უნდა ვეცადოთ, რომ პროვოკაციის წამოწყების უფლება არ მივცეთ ჩრდილოელ მეზობელს. უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად კულუარებში. ასევე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დასავლეთში აუხნან რუსეთს, საქართველოსთან მსგავსი საქციელი მას ძვირად დაუჯდება.

ერთის მხრივ რუსეთის აგრესიის საფუძველი არ უნდა დავსახოთ და ეს უნდ გამოვრიცხოთ და მეორეს მხრივ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ დასავლეთთან. ეს არის ის, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. მე სამწუხაროდ მგონია, რომ ეს მეორე მიმართულება, სამუშაო დასავლეთთან, აქამდე იყო ჩაგდებული და ყურადღებას არ აქცევდნენ. მართლაც არსებობდა რაღაც ილუზია, რომ მოილაპარაკებდნენ და ყველაფერი დალაგდებოდა. სამწუხაროდ ასე არ არის და ამაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა. მოვიდა დრო, რომ ამას ჩვენც მივხვდეთ“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ხელშეკრულება საქართველოს სვლას ევროინტეგრაციისკენ ხელს ვერ შეუშლის, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი რუსეთს დაუმტკიცებს, რომ საქართველოსთან მსგავსი ქცევა მას ძვირად დაუჯდება:

„ევროინტეგრაციისკენ სვლას ეს ხელშეკრულება ხელს ვერ შეუშლის. არსებობს იმის პრეცენდენტი, რომ კვიპროსი, რომელიც ორად არის გაყოფილი, ერთი ნაწილი შევიდა ევროკავშირში ისე, რომ მეორე ნაწილზე ვერავითარი იურისდიქცია ვერ ვრცელდებოდა. მსგავსი პრეცენდენტები არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მუშაობაზე და დემოკრატიის ხარისხზე, ასე რომ ევროინტეგრაციას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის, რუსეთმა აფხაზეთის მთლიანი ანექსიაც რომ მოახდინოს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.

უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი გასაოცარს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პუტინს ,,ამხელა ქვეყნის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ტოლობისა და სწორებისკენ გაურბის თვალი და გული. რა სამწუხაროა..." - დასძენს ხიდაშელი.

უფრო მეტად კრიტიკულია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას არაადექვატურობასა და 2 წლიან უმოქმედობაში ადანაშაულებს. რაც შეეხება ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, ის სრული სერიოზულობით ირწმუნება, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ეს ხელშეკრულება არ დაიდებოდა. ბურჯანაძე იმასაც ირწმუნება, რომ ნატოში შესვლის ილუზორული გეგმა საქართველოს ტეიროტიული მთლიანობის პრობლემას ვერ უშველის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ხელისუფლებას მიმართავს და საკითხვის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, მათ შორის ერთ -ერთი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაურკვეველი დროით შეჩერებაა:

„საქართველო აუცილებლად უნდა მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და იმუშაოს იმაზე, რომ ამ სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსიას. მეორე, დაუყოვნებლივ მოვითხოვოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც ანექსიის საკითხი იქნება განხილული, ავამოქმედოთ ყველა სხვა ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობაში, მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში და მესამე, გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რადგან რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ვეგუებით აფხაზეთის ანექსირებას. ჩვენ ველით საქართველოს პარლამენტისგან მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე აღნიშნული რეზოლუცია მიღებული იქნება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

,,ეს არის რუსეთთან ხელისუფლების ტაშ-ფანდურის პოლიტიკის შედეგი" - აცხადებს ,,news.ge"-სთან ინტერვიუში ეროვნულ-დემოკრაიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავას თქმით, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. ედპ-ს ლიდერი რუსეთს ქმედებას აფხაზეთის ყირიმიზაციის პროცესს უწოდებს.

ქარდავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების საბაბი, მცდარი პოზიციაა.

ქარდავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასაც აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ფონზე უწყებამ ადეკვატური განცხადება გააკეთა, თუმცა იქვე დასძენს, რომ განვლილი ორი წლის შემდეგ, აღნიშნული განცხადება მაინც სასაცილოდ გამოიყურება.

ქარდავა ასევე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული განცხადება გააკეთა მინისტრმა, რომელმაც ერთ დღე-ღამეში შეიცვალა პოზიცია, მაშინ როცა ალასანიას გუნდმა დატოვა ხელისუფლება.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავიტაია აცხადებს, რომ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრული ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, პრობლემის მსოაგვარებლად კი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაა საჭირო:

„ეს ხელშეკრულება არის გარდამავალი ეტაპი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გახდომის წინ“, - აცხადებს პაატა დავითაია.

სააგენტო ,,ოსრადიოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის და ინტეგრაციის დოკუმენტი მოსკოვსა და ცხინვალს შორისაც მზადდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42