საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა
სამართალი - 13:45, 24 Nov, 2014     1526

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შსს-ს ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სიტყვით გახსნა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყნის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის მნიშვნელობაზე და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციაზე. ასევე აღინიშნა რეფორმების პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა 2014 წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა. კონფერენციაზე წარდგენილი იყო სასაზღვრო პოლიციის სტანდარტიზაციის, მოდერნიზაციისა და უნიფიკაციის 5 წლიანი პროგრამა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმების შემდგომ ინსტიტუციონალიზებას, მართვის, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. კონფერენციის ბოლოს სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საზღვრის მართვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42