ადვოკატ ოთო კახიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირად ოპერატორს გენოციდის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის საქმეზე დაკითხავენ.
ადვოკატის განარტებით, საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს.
„ჩემთვის ცნობილია, რომ პროკურატურა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და თავად ბიძინა ივანიშვილიც იყვნენ დაინტრესებული, რომ გამოკვეთილიყო მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაკვირვებული იყვნენ თუ რატომ ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ომში. თან სიმბოლურია ისიც, რომ მიმდინარეობს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ფაქტობრივად ანექსიის დაკანონება ხდება და ამ დროს საქართველო ხელისუფლება დაინტერესებულია წინა ხელისუფლების ბრალეულობის გამოკვეთით აგვისტოს ომის საქმეში“, - აცხადებს ოღო კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






