ადვოკატის თქმით, მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირებისთვის ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უკრაინელმა სამართალდამცველებმა არასაკმარისად ჩათვალეს, რადგან დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ფაქტები არ არსებობს.
ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, "ამ ეტაპზე უკრაინის სასამართლომ საქართველოს მელნიკოვის ექსტრადაციაზე უარი უთხრა".
"მელნიკოვს დაპატიმრების შემდეგ, უკრაინულმა სასამართლომ 40-დღიანია წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ პერიოდში ქართული მხარის მიერ მელნიკოვის ექსტრადირებისთვის წარდგენილი მტკიცებულებები არსაკმარისი აღმოჩნდა. ახლა ქართულ მხარეს აქვს 12-თვიანი ვადა, რომ მტკიცებულებები ხელახლა წარადგინოს", - განუცხადა "პირWელს" მელნიკოვის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოლეგ მელნიკოვს ბრალი სსკ-ის 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) აქვს წაყენებული. აღკვეთის ღონისძიების მას სახით დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მასალის გამოყენების პირობები






