კომპანია "ენ სი სი"-ს გენერალურ დირექტორ გიორგი ქელბაქიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა
სამართალი - 11:05, 11 Jan, 2013     885
განცხადებას ,,ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.



"შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კომპანია "ენ სი სი"-ს გენერალურ დირექტორ გიორგი ქელბაქიანს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქ/პუნქტით ახალი ბრალდება დაემატა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის ბოლოს, გიორგი ქელბაქიანმა განიზრახა უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება და ამ შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გიორგი ქელბაქიანმა მოქალაქე ბესიკ პაპისმედოვისგან თბილისში, შავი ზღვის ქუჩა #6-სა და #8-ს შორის მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო 160 კვმ მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნულის თაობაზე, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი შედგა, სადაც გიორგი ქელბაქიანმა ნასყიდობის საგნის ღირებულებად 300 000 აშშ დოლარი ყალბად დააფიქსირა, რეალურად კი, ბესიკ პაპისმედოვს 90 000 აშშ დოლარი, ხოლო შუამავალ რევაზ შავოშვილს 10 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ამ ხერხით, ანუ ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის შედგენის გზით, გიორგი ქელბაქიანმა კანონიერი სახე მისცა უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას - 200 000 აშშ დოლარის ოდენობით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ქელბაქიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გამოძიებას სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

"საქმეზე წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 2013 წლის 16 იანვარს. სხდომაზე აღნიშნულ საქმესთან ერთად ქელბაქიანის მიმართ წარდგენილი წინა ბრალდებაც განიხილება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42