სიცოცხლის დარჩენილ წლების ციხეში გატარება მოუწევთ იმუნო დეფიციტის ვირუსის მქონე, შიდსით დაავადებულ გეებსა და ლესბოსელებს. მათ შორის იმათ, ვინც უკვე იყო პასუხისგებაში არატრადიციული კავშირების გამო. კანონს ხელი ჯერ კიდევ 9 ოქტომბეს მოეწერა, თუმცა მოსახლეობისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. გამბიაში 7 ნოემბერს ჰომოსექსუალიზმში ეჭვმიტანილი რვა ადამიანი დააკავეს.
2008 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მოუწოდა გეებსა და ლესბოსელებს, დაეტოვებინათ ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯამე მათ თავის მოკვეთით ემუქრებოდა.
დოკუმენტის მიღებამდე ჰომოსექსუალური კავშირებისთვის გამბიაში 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული.
იაია ჯამე გამბიის პრეზიდენტის პოსტს 1996 წლიდან იკავებს და მან სახელი გაითქვა თავისი სკანდალური ინიციატივებით. 1999 წელს ჯამემ დეიდის სიკვდილში ჯადოქრები დაადანაშაულა და ქვეყანაში ,,ჯადოქრებზე ნადირობა“ გამოაცხადა. მოგვიანებით კი მან განაცხადა, რომ მიკვლია შიდსის წამალს, რომელიც ბალახების ნახარშისგან მზადდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






