შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
განცხადების ტექსტს "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.
"ვანის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან მიგინეიშვილსა და მოქალაქე ალეკო ქავთარაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნობა იმავე დღეს, 2012 წლის 8 დეკემბერს მიიღო. ამ დროისათვის ლევან მიგინეიშვილს საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვებული ჰქონდა თანამდებობა. 9 დეკემბერს სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. მოქალაქე ალეკო ქავთარაძე ლევან მიგინეიშვილთან და პოლიციელებთან მომხდარ ინციდენტს საერთოდ ურყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მოითხოვს, დაისაჯონ პოლიციელები, რომლებიც 37 წლის ალეკო ქავთარაძის დახვრეტის მცდელობაში მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ ნადირაშვილმა გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ერთი თვის წინ ვანის რაიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.
"საქმე ეხება, ვანის პოლიციაში მომხდარ დანაშაულს, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს. 37 წლის ალეკო ქავთარაძე ვანის პოლიცის უფროსის მოადგილემ ლევან გეგენაშვილმა დაიბარა დაკითხვაზე, ყოველგვარი სტატუსის გარეშე 8 საათის განმავლობაში ცდილობდნენ მისგან მიეღოთ ინფორმაცია ერთ-ერთ ადამიანზე. მასზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამ გზით ჩვენების მიღება ვერ მოახერხეს, შედეგ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ორ თანამშრომელთან ერთად ქავთარაძე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტყეში წაიყვანეს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. შემდეგ უნდოდათ დანაშაულის მიჩქმალვა, ამიტომ ერთ-ერთ კერძო ექიმთან სახლში გადაიყვანეს. ექიმმა განაცხადა, რომ დახმარებას ვერ აღმოუჩენდა, შემდეგ უკვე გადაიყვანეს ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში, საიდანაც ექიმმა ფუტკარაძემ პოლიციის განყოფილებაში გაგზავნა შეტყობინება ქავთარაძის დაჭრის შესახებ. აღნიშნულის შესახებ უკვე ცნობილია შს მინისტრისთვის, გენპროკურორისთვის, ასევე იუსტიციის მინისტრისთვის, ეს არის ადამიანის დახვრეტის მცდელობა", - განაცხადა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ მოსწონს თუ არა თეა წულუკიანს და მის მამას, რომ საქართველოში დახვრეტა გაუქმებულია, ეს მუხლი აღარ არსებობს.
ნადირაშვილის თქმით, ის ითხოვს, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ადამიანები დააპატიმრონ და საქმეზე გამოძიება დაიწყოს.
ნადარეიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარით პარლამენტიც უნდა დაინტერესდეს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






