მისი სიტყვებით ,,ამ სანქციების მოწოდებაა დაანგრიონ ეკონომიკა და გამოიწვიონ საზოგადოებრივი პროტესტი“.
დასავლთმა პირველი სანქცია რუსეთს წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოიყენა და ნელ-ნელა აფართოებდა მას აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაში რუსეთის ჩარევის გამო.
კრემლი კატეგორიულად უარყოფს თავის სამხედრო ჩარევას რეგიონში და ამტკიცებს, რომ არანაირ სამხედრო დახმარებას არ უწებს სეპარატისტებს. უკრაინის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებებიც რუსეთს მხრიდან შეფასებული იქნა, როგორ ფალისფიკაცია.
კრემლი შეშინებულია ,,ფერადი რევოლუციების“ საფრთხის გამო. ლავროვის სიტყვებით, დასავლეთი არ მალავს რომ ანტირუსული სანქციების საბოლოო მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ,,საჯაროდ ზხადდება, რომ სანქციები უნდა გახდეს ისეთი, რომ მან გაანადგუროს ეკონომიკა და გამოიწვიოს სახალხო პროტესტი. დასავლეთი ცალსახად აჩვენებს თავისი ქმედებით, რომ მათ კი არ სურთ შეცვალონ პოლიტიკა, არამედ მათ სურთ მიაღწიონ რეჟიმის შეცვლას რუსეთში“, - არაერთხელ გაუსვა ლავროვმა ხაზი ამ საკითხს ისე, რომ არცერთი დასავლეთის ქვეყანა ან ლიდერი არ დაუსახელებია.
ამასთან ერთად, ლავროვის სიტყვებით, საუბარი იზოლაციაზე არ იმსახურებს განხილავასაც კი. ,,რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკას დიდი ზარალი ადგება სანქციების შედეგად, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა ქვეყნების ეკონომიკის ხარჯზე ხდება, რომელთაც ეს სანქციები შემოიღეს“, - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
თავის მხრივ, ხუთშაბათს მსგავსი ტიპის განცხადება გაავრცელა ვლადიმერ პუტინმა იმის შესახებ, რომ მოსკოვმა უნდა დაიწყოს მზადება ფერადი რევოლუციებისგან თავის დასაცავად.
,,ჩვენ ვხედავთ, როგორ რაგიკულ შედეგებამდე მივიდა ე.წ. ფერადი რევოლუციების ტალღა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც ცალსახად მიანიშნა საქართველოსა და უკრაინაზე. ,,ეს უნდა გახდეს გაკვეთილი და გაფრთხილება რუსეთისთვის, რომელიც ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი, რომ მსგავსი რამ არასოდეს მოხდეს რუსეთში“, - დასძინა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






