„ნარინჯისფერი რევოლუციის“ 10 წლისთავი (ფოტო)
მსოფლიო - 13:29, 22 Nov, 2014     3289

2004 წელს ხალხი მაიდანზე საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად გავიდა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მასშტაბური გაყალბებით უკმაყოფილონი იყვნენ.

დღეს „ნარინჯისფერი რევოლუციიდან“ 10 წელი გავიდა.

2004 წლის 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, ამომრჩევლებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ მოქმედ პრემიერმინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის კანდიდატ ვიქტორ იუშენკოს შორის.

წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ხმების 3 პროცენტით მეტი რაოდენობით იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, ნათელი გახდა, რომ მონაცემები ეგზიტპოლებს არ ემთხვევა. იუშენკოს მომხრეები და საერთაშორისო დამკვირვებლების უმრავლესობა მიიჩნევდნენ, რომ იანუკოვიჩის გუნდმა არჩევნები გააყალბა.

მეორე ტურის მეორე დღეს, ასობით ათასი ადამიანი კიევის ქუჩებში გავიდა, მათ უკრაინის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ. დაიწყო პროტესტი მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ.

საკუთარი დემოკრატიული უფლებების დასაცავად, კიევში მთელი უკრაინიდან ასობით ათასი ადამიანი ჩავიდა.

რევოლუციის რეზულტატი განმეორებითი მეორე ტურის ჩატარება იყო. უმაღლესი რადა კომპრომისზე წავიდა და განმეორებითი მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რასაც 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმას უწოდებდნენ. რეფორმამ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეამცირა, ასეთი გზით საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნულებაც შეკვეცა.

განმეორებითი მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ვიქტორ იუშენკომ მოიპოვა.

არაოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა 3-დან 7 მილიონამდე ადამიანმა მიიღო.

2004 წლის 21 ნოემბერს, ქვეყანა რევოლუციის ზღვარზე იდგა. 2011 წლამდე, 2004 წლის რევოლუციის დაწყების დღე აღინიშნებოდა, როგორც თავისუფლების დღე.

დღესასწაული დამტკიცდა 2005 წელს პრეზიდენტ იუშენკოს ბრძანებით და ყოველწლიურად 22 ნოემბერს აღინიშნებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42