ექსკლუზივი: ქარელის პოლიციის უფროსი ეთნიკურად აზერბაიჯანელს დანაშაულის აღიარებას აიძულებდა?!
სამართალი - 18:06, 21 Nov, 2014     3938

ქარელის პოლიციის უფროსი, მამუკა მურადაშვილი, სწრაფი გადახდის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ეთნიკურად აზერბაიჯანელს დანაშაულის აღიარებას აიძულებდა.

ამის შესახებ „ნიუპოსტს“ სანდო წყარომ აცნობა. მისი ინფორმაციით, მურადაშვილი დანაშაულის აღიარებას ძალისმიერი ქმედებებით აიიძულებდა. კერძოთ მურადაშვილი ალიევს ფიზიკურადაც გაუსწორდა. მომხდარს მურადაშვილის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

„ალიევი რომ უცემიათ მთელი აზერბაიჯანელები ვინც ქარელში ცხოვრობენ პოლიციაში ჩაჭრილან. უდანაშაულო ბავშვს რას აბრალებთო და რატომ სცემეთო (თენგიზ ალიევი 24 წლისაა), ოჯახმა ჩივილი დააპირა და კონსულტაციის მიზნით ადვოკატსაც მიმართა. თუმცა შემდგომ გადაიფიქრეს“, - იტყობინება „ნიუპოსტის“ წყარო.

„ნიუპოსტის“ კორესპოდენტი დღეს ქარელში ალიევების ოჯახში მივიდა, რომელსაც თენგიზ ალიევი სახლში არ დახვდა. თენგიზ ალიევის მეუღლე პოლიციის უფროსის მხრიდან მისი ქმრის ცემის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ თენგიზ ალიევი მხოლოდ მოწმის სახით დაიბარეს პოლიციაში, რადგან ქურდობის დღეს ალიევმა ღამის საათებში სწრაფი გადახდის აპარატით ისარგებლა. თენგიზ ალიევის მეუღლეს, ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენთან საუბრისას ეს მაინც წამოსცდა - „ ეუბნეოდნენ აღიარე, რომ შენ გატეხე აპარატიო. უგინებიათ და უყვირიათ, მაგრამ არ აღიარა იმიტომ, რომ არ ჩაუდენია დანაშაული. მეორე დღეს პოლიციის უფროსი და კიდე ვიღაცეები მოვიდნენ და ბოდიში მოგვიხადეს. ამიტომაც გადავიფიქრეთ ჩივილი“ , -ამბობს ალიევის მეუღლე.

თენგიზ ალიევის მამა კი ირწმუნება, რომ მისი შვილი პოლიციაში მხოლოდ მოწმის სახით იყო დაბარებული და არც ზეწოლას და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ის არ იმას ადასტურებს, რომ პოლიციის უფროსი მათთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა.

თენგიზ ალიევს ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ის მომხდარს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„მე არ შემიძლია ტელეფონით ამ თემაზე საუბარი ჩემს ტელეფონს უსმენენ“, - გვითხრა ალიევმა. „ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ქარელში მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მურადაშვილი დაინიშნა, რაიონში პოლიციელების მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებმა საგრძნობლათ იმატა.

ქარელში სწრაფი გადახდის აპარატის გაქურდვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 19 ნოემბერს დაიწყო.


გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", შიდა ქართლი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42