რუსეთის და პაკისტანის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და ხავაჯა ასიფმა ისლამაბადში ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.
„შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევთანხმდით, რომ სამხედრო თანამშრომლობას ექნება უფრო პრაქტიკული მიმართულება, რათა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობა“
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ურთიოერთობების გაღრმავების ახალი შესაძლებლობები, კერძოდ ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა, სამხედრო პერსონალის მომზადება, გამოცდილების გაზიარება და ტერორიზმის და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ქმედებები.
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პაკისტანს ათწლეულების შემდეგ პირველად ეწვია. პაკისტანში მსგავსი ვიზიტი ბოლოს 1969 წელს შედგა, მაშინ ქვეყანას სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი ანდრეი გრეჩკო სტუმრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






