საფრანგეთი შიშობს რომ რუსები "მისტრალს" გაიტაცებენ
მსოფლიო - 11:18, 21 Nov, 2014     2864

საფრანგეთში, ზღვაში მეორე მისტრალი ჩაუშვეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, გადასცემს თუ არა საფრანგეთი რუსეთს სამხედო გემებს.

კონტრაქტით აღებული ვალდებულების შესრულება 14 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა "მისტრალები" რუსულ მხარეს ჯერ კიდევ არ მიუღია.

ამ დროისათვის პორტ სენ-ნაზერში 500-მდე რუსი მეზღვაური იმყოფება, რომლებიც ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

საფრანგეთის ხელისუფლებამ პორტში მყოფ 400 რუს მეზღვაურს გადაადგილება შეუზღუდა. გაზეთ „ფიგაროს“ ცნობით რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ხელისუფლებაში გაჩნდა შიში იმის შესახებ, რომ რუსებმა შესაძლოა მისტრალი გაიტაცონ.

გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი ვერტმფრენმზიდზე მომხდარი ინციდენტი გახდა.რუსი მეზღვაურები, რომლებიც მისტრალზე წვრთნას გადიან , შეეცადნენ თავიანთი ნივთების ბორტზე ატანას, თუმცა მათი შეჩერება მოხერხდა.

„ფიგაროს“ წყაროს ინფორმაციით თუ რუსები ამ ნაბიჯით მისტრალს დაეუფლებოდნენ და კონტროლს დაამყარებდნენ, მათი იქედან გამოძევება გაძნელდებოდა ალბათ ეს იქნებოდა იმის სიგნალი, რომ მისტრალი გეზს რუსეთისკენ აიღებდა.

მისტრალთან დაკავშირებით საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, საფრანგეთმა თავის სიტყვას პატივი უნდა სცეს და რუსეთს მისტრალი გადასცეს.

იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი რუსეთს "მისტრალებს" არ გადასცემს, მოსკოვი პარიზის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42