ჩვენ მკაცრად უნდა შევეწინააღმდეგოთ პუტინის „ველურ ამბიციებს“ - სენატორი მაკკეინი
მსოფლიო - 13:31, 20 Nov, 2014     1758
აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი გამოდის მოწოდებით, რომ მკაცრად შეეწინააღმდეგონ ვლადიმერ პუტინის „ველურ ამბიციებს“ რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით და უკრაინას ნამდვილი დახმარება აღმოუჩინონ.

„მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჩვენ პირველად ვხდებით მოწმე, როგორ აქუცმაცებენ ევროპულ ქვეყანას ნაწილებად. და რა პასუხი აქვს ამაზე ამერიკას? როდესაც მე ვესაუბრები ჩემს ამომრჩევლებს არიზონაში, რომ ჩვენ იარაღს და დაზვერვის მონაცემებსაც კი არ ვაწვდით უკრაინის მხარეს, ისინი შოკირებულები არიან.

იმ პროპაგანდის ზვავს რომელიც რუსეთის მხრიდან მიედინება მის მეზობელ ქვეყნებში და რომელიც ამ ქვეყნების რუსულენოვანი მოსახლეობაზეა გათვლილი ჩვენ საპასუხოდ ვერაფერს ვახვედრებთ.

რა ფასს იხდის პუტინი თავის საქციელისთვის? სანქციები? სხვათა შორის, მან ჩემს მიმართაც დააწესა სანქციები, მისგან დაწესებულ სანქციას მე ღირსების მედლად ვთვლი, მე ეს სანქცია არიზონაში არ მაწუხებს.

ის ფასი, რომელსაც პუტინი იხდის თავისი ქმედებებისთვის მის მეზობელ ქვეყნებში ნერვულ რეაქციებს იწვევს, ისინი კითხულობენ- სად გაჩერდება პუტინი?

გულახდილად რომ ვთქვათ სანამ ჩვენი ევროპელი პარტნიორები რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულნი, ისინი ვერაფერს გააკეთებენ და პუტინმა ეს იცის.“ - აღნიშნა მაკკეინმა.

მაკკეინმა იმ ნაბიჯების შესახებაც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით აშშ-მ უნდა გადადგას.

„რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ მესამე მსოფლიო ომში, ჩვენ არც“ ცივი ომი“ უნდა დავიწყოთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ნატოს პრინციპები და გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს, რომლებსაც აღარ უნდათ მოსკოვის ორბიტაზე ყოფნა და სურთ გახდნენ ევროპის ნაწილი.

ჩვენ მათ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ და არა მხოლოდ იარაღით, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უკრაინის სახელითაც, როგორც ადრე პრეზიდენტმა რეიგანმა დაიცვა ჩეხი ხალხი და ილაპარაკა ვაცლავ ჰაველის სახელით“- განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42