,,რუსეთი აშენებს ბეტონის ახალ გზას იმისთვის, რომ ზედ ქართულმა ძროხებმა გაიარონ...?“ - დიმიტრი შაშკინი
პოზიცია - 20:14, 19 Nov, 2014     3535
რა შედეგი გამოიღო ,,ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთთან 2-წლიანმა ურთერთობის დალაგებამ; რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია რუსული საფრთხის წინააღმდეგ და რამდენად დროული და მნიშნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, - საქართველოს საგარეო გამოწვევებთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.

_2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც ჰქონდა ,,ქართულ ოცნებას“ ეს იყო რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ეს დაპირება არ ეფუძნებოდა რაიმე სტრატეგიულ გეგმას, არც ექსპერტების ნამუშევარს, არამედ ეფუძნებოდა ერთ-ერთ სტერეოტიპს, რომლის შექმნაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობდა თავად რუსეთი. ეს გულისხმობდა იმას, რომ რუსულ-ქართული დაპირისპირება არ არის დაპირისპირება დემოკრატიასა და ტირანიას შორის, ეს არ არის არც ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და არც მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება, არამედ ეს არის დაპირსპირება მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ამას რუსეთი ძალიან აქტიურად კულტივირებდა იმ მოტივით, რომ გადაეფარა რეალური მიზეზები. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ეს იყო სიცრუე და ამას ფაქტებით ვამყარებდით, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვინც ეს დაიჯერა. მას მერე, რაც ,,ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც სჩანს, ეს სტერეოტიპი არა მარტო გამოიყენა საარჩევნო კამპანიის დროს, არამედ თვითონაც დაიჯერა. ამ ორი წლის განმავლობაში მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკა გახდა ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას იმის გარეშე, რომ მოვაგვაროთ მთავარი პრობლემა - აფხაზეთი და ოსეთი. ამიტომაც შეიქმნა კარასინი-აბაშიძის საკონსულტაციო ჯგუფი. როგორც სჩანს, ახალმა ხელისუფლებამ მართლა დაიჯერა, რომ ყველა პრობლემა გამოწვეული იყო სააკაშვილის და პუტინის რაღაც ზღაპრული დაპირისპირებით, რომელსაც რეალობაში ადგილი არ ჰქონია.

_,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ორიენტირებული იყო რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, ხელისუფლება საუბრობს ეკონომიკურ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ფიქრობთ, რომ არსებობს ბერკეტი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ ან ვერ გამოიყენა?

_რა დავინახეთ ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში: პირველი - ყველამ დაინახა, რომ რუსეთი მზად არის ელაპარაკოს მწვანილის და ღვინის ექსპორტზე, რომელზედაც ისედაც ვალდებული იყო ელაპარაკა, რადგან ჩვენ მათ დავრთეთ ნება, შემოსულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციში, მაგრამ ის კატეგორიულად არ არის მზად ისაუბროს აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაზე.

მეორე არის ის, რომ საერთოდ გაქრა აფხაზეთის და ცხინვალის თემა წამყავნი ქვეყნების რადარებიდან, ანუ როცა შენ არ საუბრობ ამ თემაზე, სხვა არავინ არ დაიწყებს ლაპარაკს. თავის დროზე ეუთოში აშშ-ს ელჩმა მითხრა, საქართველოს მთავარი პრობლემა არის ყურადღების მობილიზება, რადგან მსოფლიოში არის ძალიან ბევრი სხვა პრობლემა და წამყვანი მოთამაშეების ყურადღება არის გაფანტული. დღეს ეს ყურადღება ჩვენ დავკარგე და რუსეთი გახდა უფრო აგრესიული ვიდრე როდესმე იყო. ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა ახლა არ არის ელცინის ან საბჭოთა კავშირის პოლიტიკა. ის დღეს ემსახურება ერთადერთ იდეას და ეს არის პუტინის ძალადობის და ძალის დემონსტრიერების იდეა. თუ რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკაში მაინც იყო ხოლმე იდეოლოგიური მომენტები, მათ შორის სლავების დაცვის იდეა არსებობდა, საბჭოთა დროს არსებობდა კომუნიზმის გავრცელების და ა.შ. დღეს არსებობს მხოლოდ ერთი კომპონენტი ძალადობის, რომელიც აქვს ბოროტების იმპერიის ლდიერს პუტინს. რაც ძალიან მნშვნელოვანია, ჩვენს მთავრობას არ ესმის მთავარი პრინციპი, რომ დღეს მსფოლიოში გაფასებენ არა შენი განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით და პრეცედენტებით, რომელსაც შენ ქმნი.

რუსეთთან დაკავშირებით ორ აქტს მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სწორი ანალიზი გააკეთოთ, თუ რა გველოდება რუსეთისგან. პირველი არის ის, რომ კლავენ და ათასობით ადამიანი არის დაღუპული უკრაიანში, ესენი არიან სლავი, რუსების მოძმე ერი. მეორე მაგალითი, რაც საზოგადოებამ არ იცი, რუსეთმა გადაუკეტა გაზი სერბეთს, ესეც სლავი ერი, რომელიც ევროპაში ყოველთვის ითვლებოდა რუსეთის ფედრაციის ყველაზე მეტ მხარდამჭერად. დღეს სერბეთი ამ ზამთრის პირას იკვებება მხოლოდ საკუთარი მარაგებით. როგორც კი გადაწყვიტა სერბეთმა, რომ ის არის თავმოყვარე ქვეყანა და არ არის მონა, მაშინვე ჩართო ეს ბერკეტი. სერბეთი ფულს იხდიდა, მაგრამ რეალური მიზეზი იყო ის, რომ პუტინმა გადაწყვიტა გაზის მომარაგების სისტემა ყოფილიყო რუსეთის ხელში, სერბებს აქვთ თავის თავმოყვარეობა და ამაზე უარი უთხეს. ეს არის რეალობა.

_რა გველოდება წინ და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობას? დღის წესრიგში დგას ასევე ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება და ავარო-კახეთის გზის მშენებლობა...

_ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია, გავითავისოთ, რომ ყველა ჩვენგანისთვის მტერი არის რუსეთში. დღეს მთავრობის და საზოგადოების კონსოლიდაცია არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა იყოს მოგერიებული, მაგრამ მთავრობა უნდა აღიქვამდეს ადექვატურად ამ საფრთხეებს. ავარო-კახთის გზის მშენებლობასთან დაკავშრებით, ერთი კვირის წინ დაღესტნის ტრანსპორტის მინისტრმა ინტერვიუ მისცა დაღესტანის ერთ-ერთ გაზეთს და ის ამბობს, რომ ჩვენ ვაშენებთ გზის 85 კილომეტრს საქართველოს საზღვრისკენ, სადაც უნდა ავაშენოთ რამდენიმე გვირაბი, თუ არ ვცდები 8-10 გვირაბზე იყო საუბარი, და უნდა ავაშენოთ ხიდები, მთლიანად ეს გზა იქნება ბეტონის ფილებით გაკეთებული, თუნდაც ამ სიტყვებიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეს არის წმნიდა სამხედრო დანიშნულების გზა.

_ფიქრობთ, რომ ხელისუფლება რუსულ საფრთხესთან მიმართებაში არაადექვატურია?

_როცა მე ვსაუბრობ ადექვატურ შეფასებაზე, ეს უნდა იყოს არა ისეთი, როგორიც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ თურმე რა კარგია აქ საქონელი ივლისო... ეტყობა რუსეთი 85 კილომეტიან გზას აშენებს ქართული ძროხების და ბატკნების სასიარულოდ... ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს ადექვატურობა?

მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ უნიკალური შანსი, რომ უკრაინასთან ვიყოთ გადაჯაჭვული საერთაშორისო თავლსაზრისით, მაგრამ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, რომ გავაჩინოთ ჩვენი თავი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რადარებზე.

საქართველო და უკრინა ებრძვის ერთ მტერს, გამოწვევები გვაქვს ერთი, სხვაობა არის ის, რომ ეს მტერი ჩვენ გვხოცავდა 2008 წელს, ხოლო 2014-ში კლავს უკრაინელებს. დღეს გასაკეთებელია არა მხოლოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო, რომლის შედეგად მივიღებთ საზოგადოების კონსოლიდაციას, რომლის შედეგადაც მთავრობა შეაფასებს ადექვატურად, და ერთად დავგეგმავთ თუ როგორ ავიცილოთ ეს საფრთხეები.

_ბრიუსელში საქართველოს პრემიერის ვიზიტი შედგა, როგორ შეაფასებთ?

_ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იყო დროული, მისი მესიჯები იყო აბსოლუტურად სწორი, მაგრამ არ ვსაუბრობ ჩასაფრებულის პოზიციიდან...

_რას გულისხობთ?

_მე მაქვს 11-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის და ძალიან კარგად ვიცი, როგორ მოქმედებენ საერთშორისო ორგანიზაციები, 11 წელი მაძლევს ამიმს უფლებას, რომ ეს ანალიზი გავაკეთო. არ არის ეხლა მსოფლიოში იმის დრო, როცა მხოლოდ განცხადებებით და სწორი მესიჯებით შეძლო და მოიპოვო მხარდაჭერა. ყველა ქვეყანაში, ყველა საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ზიან ანალიტიკოსები და პირველი რასაც აკეთებენ არის ის, რომ ანალიზს უკეთებენ შენს ნაბიჯებს. ჩვენ თუ მოვისმენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებებს, ის სულაც არ ამობობს, რომ თავის ხალხის შიმშილით კლავს, ის ამბობს, რომ სოციალიზმს აშენებს. ამდენად, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მესიჯები, რომელიც გაჟღერა საქართველოს პრემიერმინისტრმა მას მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები.

_შეგვიძლია ვთავქთ, რომ რუსეთმა პოლიტიკა არათუ შეცვალა, არამედ გაამკაცრა... რა არის მთავარი ფაქტორი, გარდა ჩვენი ხელისუფლების ადექვატურობისა, რომ რუსეთმა შეაჩეროს აგრესია მეზობელი სახელწმიფოების მიმართ?

_რუსეთი არის ჩვეულებრივი ხულიგანი. ვინც სწავლობს კრიმინოლოგიას გეტყვის, რომ არსებობს სხვადასხვა შემაკავებელი ფაქტორები და მე როგორც იურისტი გეტყვით, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი, მაგალითად, ჩვენთვის შეიძლება იყოს მორალური ფაქტორი, სხვისთვის რელიგიური ფასეულობა, ოჯახი და ა.შ. ერთ-ერთი შემაკავებელი არის დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობა. რუსეთზე მოქმედებს მხოლდო ეს, პუტინს არ გააჩნია არც მორალური, არც რელიგიური და არც ოჯახის ფასეულოებები, მასზე მხოლდო და მხოლდო მოქმედებს ფასი, რომელიც მან უნდა გადაიხადოს კონკრეტულ საქციელში. თუ ეს ფასი მაღალია, ის დაფიქრდება გადაიხადოს თუ არა, თუ ფასი დაბალია - ის არ გაჩერდება. როცა მისთვის შედარებით მაღალი ფასი ჩანდა, რომ იქნება აფხაზეთის დეიურე ანექცია, მან ეს ნაბიჯი არ გადადგა, როცა დაინახა, რომ რადარებიდან გაქრა საქართველო, ჩათვალა, რომ ამისთვის ფასს არ გადაიხდის და წავიდა კიდევ უფრო წინ.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, ეს არის რუსეთის იმპერიის პოლიტიკა, ისიც იყო ძალადობაზე დაფუძნებული, მაგრამ არსებობდა რამდენიმე ელემენტი. მაგალითად, რუსეთი ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში, რადგან ნიკოლოზ მეორეს სიტყვა ჰქონდა ნათქვამი და მან ამ სიტყვას არ გადაუხვია, ანუ ასეთი ლირიული და ემოციური მომენტები არსებობდა. დღეს არანაირი ლირიული მომენტები არ არსებობს, ის რომ ჩვენ წავალთ, ვუმღერებთ, ვუცეკვებთ და ტაშ-ფანდურით, ღვინით და მწვანილით გავუმანსპინძლდებით, ამის გამო არაფერს არ შეგარჩენს და არც მოგცემს, პუტინის პოლიტიკა არის აგებული ძალადობაზე, რადგან ეს არის ერთადერთი რესურსი რაც მას გააჩნია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42