პროკურატურაში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებისთვის გამოყოფლია სპეციალური ოთახი, სადაც მათ 5-ტომიანი საქმის გაცნობა შეეძლოთ.
აღნიშნულის შესახებ ფოტომასალა პროკურატურამ ე.წ. კაბელების სააქმეზე გავრცელებულ განცხადებას დაურთო.
„30 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების განხილვამდე, გამომძიებლის მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ბრალდებულების ადვოკატებთან და კვლავ მიეცათ შესაძლებლობა მოსულიყვნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში და მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, მშვიდ ვითარებაში სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზეც მათ ასევე დაუსაბუთებლად განაცხადეს უარი და კვლავ ითხოვდნენ საქმის მასალების გადაცემას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს, რისკენაც გვიბიძგებდნენ ადვოკატები, რამეთუ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, მათ შენახვის სათანადო პირობები არ ჰქონდათ, რაც ავტომატურად ჩაითვლებოდა პროკურატურის მხრიდან კანონის დარღვევად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



მასალის გამოყენების პირობები






