სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის იუბილის მისალოცად მსფოლიო პატრიარქი ბართოლომეოს პირველიც ჩამობრძანდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პატრიარქებს უმასპინძლა, ასევე ღინისძიებას ესწრებოდნენ, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილე და რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთბათა სამსახურის უფროსი მიტროპოლიტი ილარიონიც.
უწმინდესმა დელეგაციის წევრებს ჩამოსვლისათვის მადლობა გადაუხადა,
,,დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, საიუბილეო თარიღები, რომელსაც აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მნიშვნელოვანია იმ რთული პროცესების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ჩვენ ვარსებობდით, როცა სუფევდა კომუნისტური რეჟიმი, იდევნებოდნენ სასულიერო პირები, მაგრამ არსებობდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა კავშირი ხალხსა და ეკლესიას შორის’’, - აღნიშნა შეხვედრაზე უწმინდესმა.
ხვალ 11:00 საათზე საპატრიარქოს უნივერსიტეტში სპეციალური კონფერნცია გაიმართება, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების 35 და დაბადების მე-80-ე წლისთავს მიეძღვნება,
დღეს 17:00 საათისთვის კი თბილისში მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეოს პირველს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






