რუსეთს სჭირდება „ ასპროცენტიანი გარანტია“ იმის, რომ არცერთი ქვეყანა არ ფიქრობს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, განაცხადა „ბი-ბი-სი“-სთან რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთს ამის გარანტიას არავინ აძლევს, ამიტომ ამგვარი სიტუაცია მოსკოვს იძულებულს ხდის ინერვიულოს და უსაფრთხოების ზომები მიიღოს.
ამასთანავე პუტინის პრეს-მდივანი დასავლეთს „ძალთა ბალამსის დარღვევაში“ ადანაშაულებს.
პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან მიახლოებით არღვევს თავის ისტორიულ დაპირებას.
„ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, რომ ნატო შეეშვება რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას, რომ ნატო შეწყვეტს ძალთა ბალანსის დარღვევის პოლიტიკას“- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
„მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენ ეს სიტყვები არ გვესმის და ეს გვაიძულებს ვინერვიულოთ, რადგან ნატო მუდმივად უახლოვდება ჩვენს საზღვრებს“- აღნიშნა პესკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






