შსს-ს ვებ-გვერდის სპეციალური ხმოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი - 17:26, 18 Nov, 2014     1473

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, კერძოდ უსინათლოთათვის და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის, შსს-ს ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად www.police.ge-ის სპეციალური ხმოვანი ვერსია მოამზადა.

ვებ-გვერდის ხმოვანი ვერსიის შექმნის მიზანია, www.police.ge-ზე განთავსებული და განახლებადი ინფორმაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებ-გვერდის ადაპტირების პროექტი შემუშავდა და ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტთან და „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრებთან – ბექა გოზალიშვილთან და ვლადიმერ ურდულაშვილთან ერთად. პროექტი პასუხობს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გამოწვევებს, კერძოდ, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც ვალდებულების სახით „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს“ 2014–2015 წლის სამოქმედო გეგმაშია შესული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ჩართულობას და სამინისტროს მიმართ ნდობის გაღრმავებას მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საჯარო მომსახურების დახვეწა. შსს-ს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მომზადდა ხმოვანი ვებ-პორტალი voice.police.ge. ახალი ინფორმაცია, რომელიც განთავსდება police.ge-ზე ავტომატურ რეჟიმში გადავა voice.police.ge-ზეც. ხმოვანი ვებ-პორტალი ნებისმიერი ბრაუზერის გამოყენებით არის ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი არის უნიკალური და საქართველოში მას ანალოგი არ გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ვებ-გვერდის ხმოვანი ვერსია შექმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42