იერუსალიმის სინაგოგაში, რომელიც შიმო აგასის ქუჩაზე მდებარეობს, თავდასხმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 7 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ორმა შეიარაღებულმა არაბმა განახორციელა. დაღუპულია ხუთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, ორივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერაქტად აფასებს.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა "ჰამასი". რადიკალური დაჯგუფების ლიდერთა განცხადებით, სინაგოგაზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც 4 ადამიანი იმსხვერპლა, პალესტინელი მძღოლის, იუსუფ ალ რამუნის მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.
ალ რამუნი გასულ კვირას საკუთარ ავტობუსში გარდაცვლილი იპოვეს. ებრაული მხარის განმარტებით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, პალესტინური მხარე კი მძღოლის მკვლელობაში ებრაელებს ადანაშაულებს. სინაგოგაზე თავდასხმას რამდენიმე წუთის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ბენიამინ ნეთანიაჰუ რადიკალებს ადექვატური პასუხით დაემუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






