რა სარგებლობა მოაქვს „ოცნებას“?
პოზიცია - 11:36, 10 Jan, 2013     1807
ძალიან მინდა, რომ საქართველომ გაუძლოს ამ ყველაფერს, ეს კი ქართველთა წინდახედულობასა და მის სიდარბაისლეზეა დამოკიდებული.
ბევრი ისეთი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის წარსულში, რომლის შედეგებსაც ეხლა ვიმკით, არ აქვს მნიშვნელობა ეგ მოვლენა 10–20 თუ 1000 წლის წინ მოხდა, ისტორიისთვის დრო არაფერია, 1000 წლის წინანდელი პროცესის შედეგები შეიძლება ერმა 21 საუკუნეშიც კი იწვნიოს. ამისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები.
ჩვენ ეხლა100 წლის წინ საქართველოში დატრიალებულ მოვლენების შედეგებს ვიმკით. მაგრამ მოდით ბოლო 40 წელი გამოვყოთ იმ 100 წლიდან და ვნახოთ რა შეიცვალა, რა შედეგამდე მივედით და ასე შემდეგ.


40 წლის წინ კომუნიზმის გაგანია მშენებლობა მიდიოდა, დიდი თუ პატარა მკლავებაკაპიწებულნი ვცდილობდით რომ აგვეშენებინა ისეთი „სამყარო“, სადაც ყველა თანასწორნი ვიქნებოდით. ფაქტიურად უკვე აშენებულიც კი გვქონდა, მაგრამ მოულოდნელად პოლიტიკური პროცესების წარღვნა მოვარდა და მხოლოდ მაშინღა შევამჩნიეთ, რომ მშენებლობა დაგვიწყია ზღვის სანაპიროზე, ქვიშიან პლიაჟზე და ისიც საძირკვლის გარეშე (ჩინელებისგან განსხვავებით). ხოდა მოვარდა ეს წარღვნა და ეს სიმწრით ნაშენები კი ჩამოგვიშალა ისე, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარება (იმედს ვიტოვებ), მხოლოდ ეხლა შევამჩნიეთ რომ ვიღაცას ცემენტი მოუპარია, ვიღაცას სამშენებლო აგური, ვიღაცას რკინა, მოკლედ რაღა გავაგრძელო და ამ ჩვენი „ოცნების სამყაროს“ აშენება შეუძლებელი გახდა. (კიდევ კარგი და მადლობა ღმერთს ამისთვის)


ბევრმა იმათ ვინც ამ „ოცნებებად ქცეული კომუნიზმის“ აშენებას ჩვენთან ერთად ცდილობდა, უკვე თავისი გზა მონახეს (მაგ. ბალტიისპირეთმა), უკვე თავისი საკუთარი სახლი ააშენეს და ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად.
აი, ჩვენ კი...


ჩვენც დავაპირეთ ჩვენი საკუთარი სახლის მშენებლობა, 80–იანი წლების ბოლოს და 90–იანი წლების დასაწყისში ყველანი ერთად დავდექით და ერთ მუშტად ვიდექით, ფაქტიურად 200 წლიანი ლოგინად მიჯაჭვის შემდეგ პირველად ვეცადეთ დამოუკიდებლად გაგვევლო, სხვის დაუხმარებლად მიგვეღწია მიზნამდე, მაგრამ ზუსტად მაშინ გამოჩნდნენ ჰორიზონტზე „პატრიოტი“ და „ჩვენზე მზრუნველი“ ქართველობა, რომლებმაც კვლავ ლოგინად შეგვაბრუნეს. ამის შემდეგ ვცდილობთ, რომ წამოვდგეთ, ჩვენ ჩვენს ძალაში დავრწმუნდეთ, მაგრამ ჩვენი „კეთილისმსურველნი“ ამის საშუალებას არ გვაძლევენ, 24 საათი ჩაგვჩიჩინებენ რომ შეუძლებელია ჩვენი ფეხზე წამოდგომა, შეუძლებელია რომ თუ „უფროს ძმას“ არ დავეყრდენით ისე ნაბიჯსაც ვერ გადავდგავთ, და ჩვენც ნელნელა ვეგუებით იმ აზრს რომ უძლურნი ვართ, რომ მხოლოდ სხვისი დახმარებით შეგვიძლია ნაბიჯის გადადგმა, და მხოლოდ სხვისი სურვილის და ინტერესესი გათვალისწინებით უნდა გადავდგათ ეგ ნაბიჯი, და თან იმ მხარეს–რომელ მხარესაც ეგ სხვა მიგვითითებს.
ასეთი კეთილისმსურველნი უკვე ყველგან არიან საქართველოში, მთავრობასა თუ საპატრიარქოში, უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში, თეატრებსა თუ სხვა ხელოვნების დარგებში.
ყველა ასეთი „მზრუნველი“ ღიად თუ ფარულად მოგვიწოდებს რომ დავეყრდნოთ მხოლოდ „უფროს ძმას“, რომ დანარჩენნი ყველანი არიან სატანის მოციქულები, ურჯულოები, ჩვენი მტრები, ჩვენი ეროვნულობის მესაფლავეები და ასე შემდეგ.
მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი რომ ქვეყნის მთავრობამ „პიონერული სწორება“ იმ ‘უფროსი ძმისკენ“ გააკეთოს რომელიც 30 წელია ცდილობს რომ დააძაბუნოს და გენოფონდი გაუნადგუროს ამ ქვეყანას.
1. სწორება „უფროსი ძმისკენ“ 80-ანი წლების ბოლომდე გრძელდებოდა-მიუხედავად ამ „უფროსი ძმის“ მიერ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნაბიჯებისა, საქართველო მაინც ერთდულად ედგა „ძმას გვერდით“
2. 80-იანი წლების ბოლოს საქართველომ დაინახა თუ რეალურად როგორ „ძმობდა’ ის ვისაც ამდენი ხანი გვერდით ედგა და 180 გრადუსით შეტრიალდა მისგან, შეტრიალდა და დაინახა რომ მის გარეშედაც შესაძლებელია ისუნთქო და ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ვერ მოასწრო.
3. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველო კვლავ „უფროს ძმას“ ჩაეხუტა, დაუჩოქა მის ემისარს-არ წახვიდე არ დაგვღუპოვო. და კვლავ განაგრძო „უფროს ძმასთან“ ჩახუტება.
4. 2003 წელს ქართველებმა კიდევ ერთხელ დაინახეს (ეტყობა პირველ დანახვაზე თვალებს არ დაუჯერეს და იმიტომ დაუჩოქეს „უფროსი ძმის“ ემისარს მაშინ) რომ „უფროსი ძმა“ მართლა ძმა არ არის-არამედ მტერია და კვლავ 180 გრადუსით შეტრიალდნენ მისგან, ამ „ძმისგან“ ამის გამო ბევრი დატუქსვაც მიიღო, ბევრი სისხლიც დაიღვარა-მაგრამ საქართველო უკვე რეალურად ხედავდა „უფროსი ძმის“ ნიღაბქვცეშ ამოფარებულ მტერს. (ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა).
როგორც ვხედავთ საქართველო ერთ წერტილშია გაჩერებული და ჩიკორივით ტრიალებს, ხან „უფროსი ძმისკენ“ ხან ცივილიზაციისკენ, ამდენ ტრიალს კი თავბრუსხვევა და ღებინება მოსდევს
(ჰოდა, მგონი ეგ პროცესიც დაგვეწყო).
მოვიდა 2012 წელი და კვლავ არჩევნის წინაშე დადგა ქართველი ერი, კვლავ იმ მდგომარეობაშია როცა არ იცის თუ რა უნდა, ხედავს და იცის რომ „უფროსი ძმა“ მისი მტერია, მაგრამ მაინც ჯიუტად მიისწრაფვის მისკენ, მაინც „ავალდებულებს“ საკუთარ თავს რომ მას ჩაეხუტოს, მას დაეყრდნოს.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, პირადად მე ვთვლი რომ ძალიან კარგია საქართველოს მთავრობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლა. ახალ თაობას, ანუ იმ თაობას ვისაც საერთოდ არ ახსოვს „კომუნიზმის მშენებლობის“პროცესი და თეთრი მელას მმართველობის დრო კი ძალიან ცუდად ახსოვს, ეხლა უკვე შესაძლებლობა აქვს გაარჩიოს თეთრი შავისგან. რეალურად მათ ახსოვთ მხოლოდ 2 პერიოდი საქართველოს უახლესი ისტორიიდან-ესაა ედიკას დრო და მიშას დრო. ედიკას დრო ძალიან ბუნდოვნად-ბევრს ალბათ გადმოცემით, და ქართველი კი ისეთი ბუნებისაა რომ თუ თავად არ დაინახა საკუთარი თვალებით, ვინც არ უნდა უთხრას მაინც არ დაუჯერებს (არც იმას დაიჯერებდნენ დედამიწა რომ მრგვალია-უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ).
ეხლა საქართველოს ახალ თაობას რეალურად მიეცა შანსი, რომ ერთმანეთს შეადაროს 3 „ეპოქა“.
1. შევარდნაძის დრო
2. მიშას დრო
3. ბიძინას დრო
ადრე, როდესაც ვინმე რამეს იტყოდა, მიშას მხარდამჭერები მაშინვე პასუხობდნენ ფრაზით -„აბა, ედიკას დრო სჯობდა?“, გაიცვითა ეს ფრაზა, მით უფრო ამ ფრაზის შინაარს ვერ იგებდნენ ახალი თაობვის წარმომადგენლები-იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ძალიან ბუნდოვნად ახსოვდათ „ედიკას დრო“, ან კიდევ მშობლებისგან ჰქონდა არაერთხელ გაგონილი თუ როგორ სჯობდა ედიკას დრო-რადგან მაშინ ყველაფერი ასე გაძვირებული არ იყო, მაშინ ედიკას მთავრობა კი იპარავდა მაგრამ „ხალხსაც აჭმევდაო“-ანუ აძლევდა მოპარვის სასუალებას, მოსმენილი ჰქონდათ თუ რამდენი რამ გადიოდა „უფროს ძმასთან“ საქართველოდან, ბორჯომი, მანდარინი, ვაშლი და ასე შემდეგ, რომ ქართულ ღვინოზე წეწვა ჰქონდათ რუსეთში, და რაც არ უნდა მთხლე ყოფილიყო მაინც საღდებოდა, აი ევროპა კი-სადაც მიშას მიჰყავდა საქართველო, რატომღაც ქართულ ღვინოს-მიუხედავად მისი მრავალათასწლოვანი გამოცდილებისა-ხარისხს უწუნებდა, ეს კი „პირდაპირი დარტყმა“ იყო ქართველი გლეხისთვის, ის ხომ შეჩვეული იყო იმას თუ როგორ რიხინ-რიხინით ყიდიდა რუსეთში, მაგალითად სვანეთში მოწეულ და დაწურულ ხვანჭკარასა თუ საფერავს.


ამიტომაც არის კარგი, რომ მთავრობა შეიცვალა საქართველოში, რომ ახალ თაობასაც მიეცა შანსი, თავად განსაზღვროს, რომელი დრო სჯობდა „ედიკას დრო“, „მიშას დრო“ თუ „ბიძინას დრო“, ეს ალბათ ბოლო ტესტია, რომელიც ჩვენმა ერმა უნდა გაიაროს, და თუ წარმატებით ჩავაბარეთ ეს ტესტი, იმედია ადგილზე ტრიალიც მორჩება, იმედია მარტო კი არ დავინახავთ, არამედ დავრწმუნდებით „უფროსი ძმის“ რეალურ ზრახვებში და გეზს ცივილიზაციისკენ ავიღებთ.
მიშას პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში, გვინდა არ გვინდა უნდა ვაღიაროთ რომ მიდიოდა მშენებლობები, მიდიოდა ინვესტიციები და ასე შემდეგ, და ოპონენტის პრეტენზიებზე მიშას მომხრეებს მზად ჰქონდათ ეთქვათ „აბა ედიკას დრო სჯობდა?“, ხოდა ეხლა „ოცნებამ“ ისეთი რამ უნდა შესთავაზოს ქართველ მოსახლეობას , რომ მისმა მხარდამჭერებმაც ასევე ამაყად უთხრან თავის ოპონენტებს „აბა მიშას დრო სჯობდა?“. ჯერჯერობით მხოლოდ დაჭერებში შეუძლია დაეწიოს და გაუსწროს საქართველოს ახალი მთავრობა მიშას მთავრობას. დანარჩენს კი ალბათ უახლესი მომავალი გვიჩვენებს.
ხოდა, აგერ „ოცნებას“ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, მთავარია, რომ ამ ოცნებებში არ ჩავრჩეთ.


იმედი მაქვს, ქართველები ამ ბოლო ტესტსა თუ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, რადგან ეს ბოლო ცდაა, არ ჩაბარების შემთხვევაში თუ რა პროცესები განვითარდება წარმოდგენაც კი არ მინდა.

გიორგი შარაშენიძე

სპეციალურად ,,ნიუპოსტისათვის"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42