როგორც უცხოური მედია წერს ამ მეთოდით ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი ნიკოტინზე დამოკიდებულებას ებრძვის, მოწევაზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა ნიკოტინის საღეჭი რეზინით ამერიკის პრეზიდენტს თეთრი სახლის ექიმმა ჯეფრი კულმანმა ურჩია.
თუმცა მისი ეს ჩვევა ყველაზე თვალშისაცემი ჩინეთში , აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე გახდა. ობამას საღეჭი რეზინი განხილვის საგანი გახდა როგორც ჩინურ, ასევე დასავლეთის მედია სივრცეში.
დემოკრატი პრეზიდენტის გაკრიტიკება არ დააყოვნეს ამერიკელმა რესპუბლიკელებმა და პრეზიდენტს საღეჭი რეზინის ასე უცერემონიოდ ღეჭვა უპასუხისმგებლობაში ჩაუთვალეს.
ობამას ამ ჩვევაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრემიერ მინისტრის თანაშემწემ და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომაც.
„მღეჭველი ადამიანი უკულტურობაა, და მითუმეტეს სახელმწიფოს მეთაური , რომელიც მიზეზით თუ უმიზეზოდ ამტკიცებს რომ ის უდიდესი ქვეყნის მეთაურია, რომელიც საღეჭ რეზინს ღეჭავს- ეს საკუთარი ხალხის უპატივცემულობაა, დაბალი დონის მაჩვენებელია. თუ ეს სამედიცინო მიზნით ხდება, მაშინ შესაძლებელია სხვა საშუალებები მოიხმაროს, რომელიც უფრო ეფექტურიცაა და უფრო ესთეტიურიც."- განაცხადა ონიშენკომ.
ჩინეთში , აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე და ავსტრალიაში G20-ის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტი რამდენჯერმე შემჩნეული იქნა სარეჭი რეზინის ღეჭვაში, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ობამას ხუმრობით რეპერი პრეზიდენტი უწოდეს.


მასალის გამოყენების პირობები






