სოფელ ცემში მცხოვრები 21 წლის თორნიკე გოგოლაძე გარდაცვლილი იპოვეს. 21 წლის ახალგაზრდას ცხედარი ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთსა და ტეზერს შორის, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მწყემსმა 14 ნოემბერს აღმოაჩინა და სამართალდამცველებს შეატყობინა.
„გარდაცვლილი გადასვენებული იქნა გორის ჰოსპიტალში. პირველადი დასკვნით, ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. საბოლოო პასუხები კი დაახლოებით თვენახევარში იქნება ცნობილი“, – აცხადებს ტბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ ლომიძე.
წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, თორნიკე გოგოლაძე გაყინვის შედეგად გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ცემში მცხოვრებ ახალგაზრდას ოჯახის წევრები და სამართალდამცველები 3 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. მშობლების ინფორმაციით, ის ბოლოს ნატახტარის ლტოლვილთა დასახლებიდან 3 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. იგი ბორჯომში ცხოვრობს და ნატახტარში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც „ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით არის აღძრული
მასალის გამოყენების პირობები






