უკრაინას არ სურს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში მზად არის იომოს- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმენულ გამოცემა Bild - თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მოვემზადეთ ფართომასშტაბიანი ომის სცენარისთვის, უკრაინული ჯარი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ახლა, ვიდრე იყო ხუთი თვის წინ.“-აღნიშნა პოროშენკომ.
ამასთანავე პოროშენკომ დააზუსტა : „ჩვენ მშვიდობის გარდა არაფერი არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ იძულებულები ვართ უარეს სცენარზე ვიფიქროთ“.
პოროშენკოს განცხადებით, რუსეთი სიტუაციის დარეგულირების ნაცვლად, სისტემატიურად არღვევს შეთანხმების პირობებს.
„მე შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკების ყველა პუნქტს ასრულებს, ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის და ვთვლით, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, რუსეთი არ იცავს არც ერთ შეთანხმებას და ყველაფერს შეთანხმების საპირისპიროდ აკეთებს.“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა ომი და ვიბრძვით ევროპული ფასეულობებისთვის, მაგრამ რუსეთი არ ასრულებს არანაირ შეთანხმებას“- აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






