კონტროლის პალატამ ,,ნაცმოძრაობის" მასალების შემოწმება დაიწყო
სამართალი - 17:37, 09 Jan, 2013     522

,,ნიუპოსტი"" აუდიტის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 8 იანვარს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქართველოს მთავარი პროკურატურიდან შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, გადმოიგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალის ასლები, რომლებიც შესაძლოა, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის ფაქტებს შეიცავდეს.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე ადმინიტრაციული წარმოება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური დაფინანსების კანონშესაბამისობის საკითხის დადგენის უზრუნველსაყოფად კანონით განსაზღვრული ყველა ღონისძიება გატარდება. მათ შორის, იმ პირთა მოწმის სახით გამოკითხვა მოხდება, რომლებიც შესაძლოა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე ინფორმაციას ფლობდნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გატარებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საჯაროს გახდის და მათი გაცნობის საშუალება საზოგადოების ყველა დაინტერესებულ წევრს მიეცემა", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42