,,სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღმკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლო უფლებამოსილია არათუ უარი თქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, არამედ შესაბამისი საფუძვლით, უარი თქვას შუამდგომლობის დასაშვებლობაზე და საერთოდ არ განიხილოს აღნიშნული საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა უფრო მკაცრი აღმკვეთი ღნისძიების შეფარდებას, არამედ უკვე შეფარდებული აღმკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმას. სასამართლო ბრალდების მხარეს მოუწოდებს, ნუ გავლენ სამართლებრივი სივრციდან, სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი საჯარო განცხადებების ნაცვლად, გამოიყენონ მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება ზემდგომ ინტანციაში გასაჩივრების სახით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს ორივე გადაწვეტილება მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არცერთი საქმე ბრალდების მხარის მიერ არ გასაჩივრებულა’’- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






