თეთრი სახლის უსაფრთხოების სისტემაში სერიოზული ხარვეზებია
მსოფლიო - 14:47, 14 Nov, 2014     1371

დასრულდა გამოძიება სექტემბერში მომხდარი ინცინდენტის გარშემო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სექტემბერში მოხდა.

ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ომარ გონსალესმა შესძლო თეთრი სახლის მესერის გადალახვა, გაექცა მცველებს, შეიჭრა თავად შენობაში და მხოლოდ აქ მოხერხდა მისი დაკავება. აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედი მხოლოდ დანით იყო შეიარაღებული.

ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც ამ ინცინდენტის ანალიზს ეძღვნება ნათქვამია, რომ აღმოჩენილია აღმასრულებელი, საორგანიზაციო და ტექნიკური ხარვეზები. ინცინდენტი ასევე დაცვის წევრებს შორის სუსტი კოორდინაციისა და თეთრი სახლის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხარვეზების გამო მოხდა. ამასთან, ოპერატიული სამსახურის მუშაკებმა ვერ მოახდინეს ამ ფაქტზე დროული რეაგირება. როგორც ცნობილია, შედეგად გადადგა თეთრი სახლის უშიშროების სამსახურის უფროსი ჯულია პირსონი.

დოკუმენტში მოცემულია დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და რა შეცდომები დიქნა დაშვებული როგორც თავად მომხდარი ფაქტის დროს, ასევე წინასწარ.

დოკუმენტში მოყვანილია შემდეგი დეტალები:

- გონსალესმა გადალახა ღობე იმ ადგილას, სადაც მას არ გაააჩნია წაწვეტებული ბოლოები,

- შესასვლელ კარებთან მყოფმა მცველებმა ის ვერ დაინახეს, რადგან მათ ამაში მიმიდნარე სარემონტო სამუშაოებმა შეუშალა ხელი.

- ოპერატიული სამსახურის მუშაკი ძაღლით ინცინდენტის დროს მობილურ ტელეფონზე საუბრობდა და ვერ გაიგო განგაშის სიგნალი ყურსასმენში, ხოლო მიმღები გასახდელში დატოვა.

- დაცვას ეგონა, რომ თეთრი სახლის შენობის კარები გასაღებით იყო ჩაკეტილი, არადა ის ღია იყო.

- მცველები, რომლებიც მისდევდნენ გონსალესს, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ იგი მჭიდროდ განლაგებულ ბუჩქებს გადალახავდა.

- დაცვის ზოგიერთი წევრი არ შეყვა ბოროტმოქმედს შენობაში, რადგან ისინი არ იცნობდნენ შენობის გეგმას და ოთახების განლაგებას.

- შენობაში შეღწევის შემდეგ გონსალესმა ხელი კრა მცველ გოგონას, რომელიც მასზე დაბალი იყო და დაბნეულობისაგან ხელკეტის ნაცვლად ფანარი ამოიღო

- ბოროტმოქმედის დაკავება მოხდა მხოლოდ „აღმოსავლეთ ოთახში“, სადაც ოფიციალური მიღებები იმართება.

- კავშირგაბმულობის სისტემის გაუმართაობის გამო ვერ მოხერხდა თეთრი სახლის შიგნით მყოფი დაცვის თანმამშრომლების დროული გაფრთხილება.

ამასთან, ყველაზე დამაფიქრებელი ის არის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა წინასწარ იცოდნენ ომარ გონსალესის საეჭვო ქცევების შესახებ. იგი ივლისში დაკავებული იყო პოლიციის მიერ და მის მანქანაში აღმოჩენილ იქნა 4 პისტოლეტი, ავტომატი და ხელყუმბარები, ასევე რუქა, სადაც აღნიშნული იყო თეთრი სახლის გეგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42