გოჩა სვანიძის თქმით, მას არ აქვს ინ ფორმაცია, მიიღო თუ არა ადეიშვილმა თავშესაფარი ბელგიაში, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს მიერ ადეიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და პასპორტების მოქმედების შეჩერების საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების პასუხი ადვოკატისთვის ხვალ იქნება ცნობილი.
,,საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ადეიშვილის ხელმოწერის გარეშე, ადვოკატების ხელმოწერით ჩავაბარეთ. ეს უკვე სააპელაციო სასამართლოს პრეროგატივაა განიხილავს თუ არა. რა ბედი ეწია ჩვენს საჩივარს, ამაზე პასუხი ხვალ გვეცოდინება’’, - განაცხადა სვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან ერთად ზურაბ ადეიშვილისათვის სამი დიპლომატიური და ერთიც საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედებაც შეჩერებულია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ციხეში პატიმრების წამების გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით არის აღძრული. კერძოდ, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის "ა" "ბ" "დ" "ე" "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, სსკ 25-145-ე მუხლით და სსკ 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით აქვს წაყენებული.
მასალის გამოყენების პირობები






