ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები საქმის მასალების გასაცნობად დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვენ.
მათი თქმით, ისინი სათანადო დაცვას ვერ ახორიცელებენ, რადგან საქმის მასალები არ აქვთ.
„იყო შეხვედრა ადვოკატებისა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც პროკურატურამ შესთავაზა ადვოკატებს, რომ ზეპირად გასცნობოდნენ საქმეს და ასლების გადაცემაზე უარი უთხრეს. ხოლო, როდესაც მათ მოითხოვეს ასლების გადაცემა, ადვოკატებთან ერთად მათ შესთავაზეს რომ სახაზინო ადვოკატებს დაეცვათ," - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ადვოკატები თქმით,საიდუმლო გრიფი მოტივია იმის, რომ ადვოკატებმა ბრალდებულების სათანადოდ დაცვა ვერ შეძლონ.
„გრიფი აქ არის ფორმალობა, თორემ გრიფი რომ არ უნდა ედოს საქმეს, ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკოსებიდან დაწყებული, პირველ დღეს პროკურატურამ საჯარო გახადა ეს საქმე. ამ მასალებს იმიტომ არ გვაძლევენ, რომ ჩვენ სათანადო დაცვა არ განვახორციელოთ, არ ჩავატაროთ ექსპერტიზები და მასმედიის საშუალებებმა საზოგადოებას არ გააცნონ ის სიყალბეები, რაზეც დღეს პროკურატურა ლაპარაკობს," - განაცხადა ლევან სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






