დაცვის მხარის ადვოკატის ნოდარ თოფურიძის თქმით, ჯარიკაცების მოწამვლის საქმეზე მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თოფურიძემ აღნიშნულ საქმეზე გამართული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სასამართლომ აწონდაწონა ბრალდებისა და დაცვის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მიიჩნია, რომ დაცვის არგუმენტები უფრო წონადი იყო, ვიდრე ბრალდების. ამიტომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა ნოდარ თოფურიძემ.
შეგახსენებთ, ჯარისკაცების მოაწმვლის საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით არც ერთი ფორმა არ განესაზღვრათ.
ბრალდების მხარე ხუთი დაკავებულის მიმართ გირაოს სახით 10 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა, ხოლო ქართული კვების კიდევ ერთი მენეჯერის თორნიკე ხუბუასთვის 2000 ლარის დაკისრებას.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ საქმე თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად სამსახურეობრივი გულგრილობა ედებათ ბრალად. 6 ბრალდებულიდან 3 ქართული კვების თანამშრომელია.
მასალის გამოყენების პირობები






