1. “აი, ახლა კი ნამდვილად მესმის ჭკვიანური სიტყვა სენატში” – თქვა კალიგულამ, როდესაც სხდომის სენატორად დანიშნულმა მისმა ცხენმა დაიჭიხვინა.
2. “მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი” – ამბობდა სოკრატე და ამატებდა – “აი,სხვებმა კი ესეც არ იციან”
3. ერთხელ პიკასოს რესტორანში სადილობისას ფული არ აღმოაჩნდა და რესტორნის მფლობელს სადილის სანაცვლოდ თავისი ნახატი აჩუქა. რესტორნის მფლობელმა მას ნახატზე ავტოგრაფის გაკეთებაც სთხოვა, რაზედაც პიკასომ მიუგო: “მე სადილს ვყიდულობ და არა თქვენს რესტორანსო“
4. 1994 წელს ქურდებმა ნორვეგიის ქალაქ ოსლოს ეროვნული გალერეედან ედვარდ მუნქის ცნობილი "ყვირილი" გაიტანეს, გალერიის მცველებს კი ბარათი დაუტოვეს რომელზეც ეწერა : "დიდი მადლობა სუსტი დაცვისთვის "....... სურათი ამავე წელს იპოვეს და გალერეაში დააბრუნეს...
5. როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი თქვენი ქალაქი, მიწასთან გავასწორებო”. ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარტელები განთქმულნი იყვნენ ლაკონიური გამონათქვამებით. მათ მეფე ფილიპეს გამოუგზავნეს საპასუხო წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ ერთი პატარა სიტყვა: თუ!
6. წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან საუბრისას მან გამოთქვა უკმაყოფილება: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ მესროლეს ტყვია!”
”–ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში…”–გაუკვირდა ბილჰემს.
მასალის გამოყენების პირობები






