საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხიდისთავში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვლადიმერ მერაბის ძე ქერდიყოშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
კაპრალი მე-5 თვეა იმყოფებოდა დათხოვნაში. ვლადიმერ ქერდიყოშვილი მივლინებული იყო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე.
ვლადიმერ ქერდიყოშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 5 თებერვლიდან ირიცხებოდა. კაპრალს გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალებში მხარდამჭერი ბატალიონის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების ასეულის „ბ“ ტიპის რადიო კავშირების მანქანების ჯგუფის რადიოოპერატორის პოზიცია ეკავა.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვლადიმერ ქერდიყოშვილი ხეზე ჩამომხრჩვალი სოფელ ხიდისთავში ოჯახის წევრებმა იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






