ამერიკის ორი პრეზიდენტის ჯონ კენედისა და აბრაამ ლინკოლნის სიცოცხლესა და მკვლელობის საქმეში არის რამდენიმე ისეთი დამთხვევა, რომელიც გაკვირვებას იწვევს საზოგადოებაში, გთავაზობთ ამ დამთხვევათა ჩამონათვალს.
1. ლინკოლნი კონგრესში აირჩიეს 1846 წელს;- კენედი 1946 წელს.
2. ლინკოლნი პრეზიდენთი გახდა 1860 წელს;- კენედი 1960 წელს.
3. ორივეს შვილი თეთრ სახლში ყოფნისას დაეღუპა;
4. ორივეს ესროლეს პარასკევს და ორივეს თავში;
5. ლინკოლნის მდივანს ერქვა კენედი, ხოლო კენედისას - ლინკოლნი.
6. ორივე მათგანი კარიერაში წინ წამოწია სამხრეთელმა, სახელად ჯონსონმა.
7. ლინკოლნის დამხმარე ჯონსონი დაიბადა 1808 წელს, ხოლო კენედის დამხმარე ჯონსონი 1908 წელს.
8. ორივე პრეზიდენტი მოკლა სამხრეთელმა.
9. ლინკოლნის მკვლელი დაიბადა 1839 წელს;- კენედის მკვლელი - 1939 წელს.
10. ოროვე მკვლელის სახელი და გვარი შედგება 15 ასოსგან.
11. ორივე მკვლელი მოკლეს დაკითხვამდე.
12. ლინკოლნი მოკლეს ფორდის თეატრში, კენედი კი ფორდის წარმოების მანქანაში, სახელად _ ლინკოლნი.
13. ლინკოლნი მოკლეს თეატრში და მკვლელი დაიმალა საწყობში, კენედი მოკლეს საწყობიდან და მკვლელი დაიმალა თეატრში.
14. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იყო მერილენდის შტატის ქალაქ მონროში, ხოლო კენედი კი მერლინ მონროსთან.
მასალის გამოყენების პირობები






