ლოს ანჟელესში, კრიმინალურ დაჯგუფება „არმიანსკაია სილა“-ს ლიდერს, 39 წლის მგერ დარბინიანს განაჩენი გამოუტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ერთთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, მგერ დარბინიანი, ზედმეტსახელებად „გოლივუდსკი მაიკ“ და „კაპონე“ საბრალდებო დასკვნის 57 პუნქტის მიხედვით დამნაშავედ ცნეს.
„არმიანსკაია სილა“, როგორც მრავალი ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფება, აშშ-ს ქალაქებში, თავდაპირველად, ახალგაზრდა მიგრანტების ადგილობრივი კრიმინალებისაგან დასაცავად შეიქმნა. დროთა განმავლობაში ის, კრიმინალურ დაჯგუფებად გადაიქცა, რომელსაც დაახლოები 250 სრულფასოვანი წევრი ჰყავდა, რომლებიც კანონიერ ქურდებთან იყვნენ კავშირში.
პროკურორების თქმით, დარბინიანი ასევე დაუახლოვდა მექსიკურ მაფიას და მათი ციხის მეთაურების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაც გახდა.
მსაჯულებმა დარბინიანი ბრალდებულად აღიარეს, გამომძალველობაში, საბანკო თაღლითობაში, კერძოდ, „Bank of America“, „Citibank“-სა და სხვა ფინანსური დაწესებულებების კლიენტების რეკვიზიტების გატაცებაში და მათი პირადი ანგარიშების გაყალბებაში. დარბინიანი ასევე დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონო შენახვაში, მას 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






