შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 09:52, 12 Nov, 2014     26235

შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების სახელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ შსს-ს მიერ აღმოჩენილია მომხმარებლის მიერ პედოფილიის, ძალადობის და გეი-პორნოს ელემენტების შემცველი მასალების დათვალიერებასა და კოპირებასთან დაკავშირებული დარღვევები. იმავე შეტყობინებაში საუბარია, თითქოს მომხმარებლის კომპიუტერი დაიბლოკა უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის კანონის დარღვევის გამო, პორნოგრაფიული შინაარსის მასალების დათვალიერების დროს. 12 საათის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმე გადაეცემა სასამართლოს. ამავე ვებ-გვერდზე ვრცელდება მოთხოვნა 12 საათის განმავლობაში 87 ლარიანი ჯარიმის გადახდის შესახებ.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ქმედება არ ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სიმართლეს არ შეესაბამება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, კომპიუტერში მსგავსი სახის შეტყობინების გამოჩენისთანავე აცნობონ სამართალდამცველებს და განცხადებით მიმართონ სამინისტროს ან პოლიციას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42