ნაზარბაევმა ხალხს მოულოდნელად მიმართა - რისთვის ემზადება ყაზახეთი?
მსოფლიო - 19:42, 11 Nov, 2014     9959
,,უახლოესი წლები ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ ამ მიზეზით, მე გადავწყვიტე, წინასწარ, ვადაზე ადრე მომემართა თქვენთვის ჩემი მოწოდებით, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ ჩვენ ახალი წლების შემდეგ. იმისათვის, რომ იყოს დრო ამ მოქმედებების მოსამზადებლად, მე მივიღე გადაწყვეტილება მოგმართოთ წლის ბოლო“, - აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა.

,,მე, ჩემი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვგრძნობ, უახლოესი წლები იქნება გლობალური გამოცდების წლები მსოფლიოსთვის და ჩვენთვის. შეიცვლება მსოფლიოს არქიტექტურა. ყველა სახელწმიფო ვერ მოახერხებს, ღირსეულად გაიაროს ეს მძიმე ეტაპი. ამ პერიოდს გაივლიან მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოები და ხალხები“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთმა არ უნდა გაიმეოროს სხვა ხალხების შეცდომები და მისცა მითითება, რომ ქვეყნის ბიუჯეტში ნაციონალური ფონდიდან ყოველწლიურად - 2015-2016-2017 წლებში გამოიყოს 3-3 მილიარდი დოლარი. ,,200 მილიარდამდე ტენგე გამოიყოს ინფრასტურქტურის განვითარებისთვის, 100 მილიარდი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. ნაზარბაევმა ხაზი გაუსვა, რომ ამ წლებში არ მოხდება პენსიებისა და ხელფასების შემცირება, მაგრამ შეუძლებელი იქნება მათი მომატებაც, ,,ჩვენ შევინარჩუნებთ რაც გვაქვს და ქვეყანა განვითარდება. ჩვენ მოვახერხებთ, გამოვიდეთ კრიზისული პერიოდიდან. კრიზისები დიდხანს არ გრძელდება, შესაძლოა ამან გასტანოს 2-3 წელიწადი“- განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

ნაზარბაევმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2015 წელს ქვეყანა აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის 550 წლის იუბილეს. მან მოუწოდა, განსაკუთებით ახალგაზრდებს, დაიცვან სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის თანხმობა, ,,განამტკიცონ სტაბილურობა და ტოლერანტობა, როგორც ამას ყოველთვის ვახერხებდით. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მე დარწმნუმებული ვარ, რომ ისტორიის ახალ გზაჯვარედინზე, განსაკუთრებულ შინაარსს შეიძენს პრინციპი - წინ ყაზახეთო!“, - განაცხადა ნაზარბაევმა ყაზახი ხალხისადმი მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42