არაოფოციალური ინფორმაციით, Apple-ის კორპორაციაზე ამერიკის ხელისუფლება ახდენს ზეწოლას და უყენებს პირობას, მიუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ამის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია "უოლ სტრიტ ჯურნალის" კორესპონდენტს, Apple-ის თანამშრომელმა კალიფორნიაში ტექნიკური კონფერენციის დროს მიაწოდა.
იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკის ხელისუფლება მოახერხებს, აიძულოს Apple-ი მიუერთდეს სანქციებს, ამოქმედდება ყველა iPhone-ისა და IPAD-ის ე.წ. დისტანციური ბლოკირება, მისი ადგილმდებაროების მიხედვით. ოპერაციული სისტემა IOS თავიდანვე ითვალისწინებდა გაყიდულ პროდუქციაზე დისტანციურ კონტროლს. იურიდიული კუთხით აქ ყველაფერი წესრიგშია, რადგან აქტივაციის დროს, iPhone-ისა და IPAD-ის ყველა მფლობელი კითხულობს ლიცენზიას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ კომპანია Apple-ი, პროგრამის გათიშვის შემთხვევაში, არ იღებს პასუხისმგებლობას, ხოლო კომპანიას სასამართლოში მომხამრებელმა შიეძლება უჩივლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის დაზიანება მოხდება.
ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს რუსეთში iPhone-ისა და IPAD-ის ,,აგურებად“ გადაქცევას, ეს არის Apple-ის კომპანიის კატეგორიული წინააღმდეგობა ვაშინგტონის მოთხოვნებზე.
მასალის გამოყენების პირობები






