რა განძი იპოვეს ნიუ-იორკის ნაგვის კონტეინერში?
ეს საინტერესოა - 17:02, 11 Nov, 2014     9476
რატომღაც ადამიანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ყველაფერი ბედსა და იღბალზეა დამოკიდებული. აქვე თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ მხოლოდ იღბალი არ კმარა იმისათვის რომ რაიმე წარმატებას მივაღწიოდ ცხოვრებაში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ასეცაა. რამდენს გაუღიმა ფორტუნამ და მოიპოვა გამარჯვება თუ ჯილდო მოულოდნელად, თუნდაც ლატარიაში? ერთი სიტყვით, არავინ ვიცით ბედის ბორბალი ვის შემთხვევაში როგორ დატრიალდება, მაგრამ სტატია, რომელსაც ეხლავე გამცნობთ, ჭკუა უკუღმართ ხალხს უფრო ეხება. რა განძი იპოვეს ნიუ-იორკის ნაგვის კონტეინერში და ვის მოუვიდა აზრად მათი იქ გადაყრა?


ისტორია ასე დაიწყო: მანჰეტენის ზემო აღმოსავლეთ უბანში მცხოვრები თანამემამულე, რომლის სახელიც წყაროში შეგნებულად არ მიუთითეს, სახლიდან მაღაზიაში მიემართებოდა სურსათისთვის, როდესაც შემთხვევით ნაგვის კონტეინერისკენ გაუწია გულმა, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული სახლის წინ იდგა. სწორედ იქ წააწყდა იგი ამ უდიდეს განძს.



განძი ვისთვის მართლა ოქრო-ვერცხლია და ვისთვის წიგნები, ამ შემთხვევაში კი მპოვნელმა განძი უწოდა წიგნების იმ იშვიათ და უძვირფასეს კრებულს, რომელიც იმ ნაგვის კონტეინერში გადაყარეს.



წიგნებს შორის იყო Michel de Montaigne-ს სპეციალური ნარკვევები Salvador Dali-ს ილუსტრაციებით, რომელიც გამოცემულია 1947 წელს. უფრო მეტიც, წიგნების მხოლოდ 1000 ეგზემპლიარი გამოიცა და თითოეულ მათგანზე მხატვრის ორიგინალი ხელმოწერა იყო.








ორსაათიანი "ქექვის" შემდეგ კიდევ უამრავ საინტერესო ნივთს გადააწყდა მპოვნელი. იქ ასევე იყო წიგნი "Alice in Wonderland" (ალისა საოცრებათა ქვეყანაში), ასევე 1947 წელს გამოცემული. 1939 წელს გამოშვებული წიგნები Иосифа Сталин-ისა და John Lennon-ის ისტორიებით.






ასევე აღმოაჩინეს ქალის უხმარი თეთრეული, რომელიც გასული, 60-ნი წლების გამოშვებისაა.



ასევე გაეროს დაზვერვის ანგარიშები, იაფი გზავნილები- Western Air Lines, საფრანგეთის სასტუმროს შეტყობინებები რეკლამით TWA, კვიპროსიდან გამოგზავნილი დეპეშები კონვერტით, რადიოგრამა RCA, დეკლარაციები და ბანკის ანგარიშები, უამრავი გაუხსნელი წერილი, რომლებიც დათარიღებულია 1951 წლით.





ეს ყოველივე უამრავი წლის მანძილზე ინახებოდა სახლში, თუმცა მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ არც მისმა მემკვიდრეებმა ჩათვალეს ნივთები აუცილებლობის საგნად და სრულიად უსარგებლოდ მიიჩნიეს, ამიტომ ბინის ახალმა მეპატრონეებმა დაქირავებული მუშების მეშვეობით ეს ყოველივე ნაგვის კონტეინერს მიაბარეს.


წყარო: dainteresdit.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42