„ბოლომდე ვერ გეუბნებით ყველაფერს, მე მაქვს კრიტიკული პოზიცია არა მარტო მთავრ კითხვებზე, არამედ ბევრ დეტალზე, რომელიც საქმეშია“, - ამის შესახებ ზურაბ კიწმარიშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ,,პრაიმტაიმს“ განუცხადა. მისი თქმით, გარკვეული დეტალები არ არის გამოკვეთილი, მათ შორის ზოგი მათგანი ზერელედ არის განხილული, ,,საბოლოოდ კი როცა თავის პოზიციას ჩამოაყალიბებენ, თუ კიდევ ვნახავ ასეთ სუსტ წერტილებს ამაზე ალბათ მერე ხმამაღლა მომიწევს საუბარი“-აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.
კიწმარიშვილი საქმეში ვერ ხედავს პირდაპირ სამხილს, რაც მისი თქმით, ეჭვს აჩენს, მკვლელმა თვითმკვლელობის იმიტაცია მოახდინა. „მე ვეყრდნობი იმას, რომ მას თვითმკვლელობის არანაირი მოტივი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩადენილია დანაშაული. დამნაშავემ კი მოახდინა თვითმკვლელობის იმიტაცია“- განუცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა „პრაიმტაიმს“
მასალის გამოყენების პირობები






