სპეციალისტებმა ლაინერის ახალი კონცეპტი შეიმუშავეს, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო მსუბუქი და ძლიერი იქნება. თვითმფრინავში ილუმინატორის მაგივრად მგზავრები იხილავენ OLED დისპლეის, რომელზეც ფოტო-ვიდეო ტრანსლირება განხორციელდება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომავლის თვითმფრინავით 10 წელწადში შევძლებთ ფერენას.

ცის პანორამული ხედის მეშვეობით, მგზავრები ახალი და საინტერესო თავგადასავლების მონაწილედ იგრძნობენ თავს. ტექნოლოგიები საშუალებას მისცემენ, აირჩიონ სასურველი კამერა, რომელიც ჩვენებას უზრუნველყოფს.

საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ხარჯები მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლაინერის საერთო წონის 80%-ზე მეტს შეადგებს მისი კორპუსი და საწვავი. ეკონომისტებმა გამოთვალეს, რომ წონის 1%-ის შემცირებითაც შესაძლოა მიიღონ 0.75 % ეკონომია. რაც უფრო ნაკლებია წონა, მით უფრო ნაკლები რაოდენობის საწვავია ფრენისათვის საჭირო. ამიტომაც, კომპანია CPI ახალი თვითმფრინავი იქნება ნაკლებდანახარჯიანი, რომ მისი ბილეთებიც ღირებულებაც იყო იაფი.
შიდა კამერების მეშვეობით, გამოსახულების ტრანსლირება ხდება ისე, თითქოსდა ფანჯარაში იყურებით.

მონიტორები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მულტიმედიური მოწყობილობა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ცოცხალი გამოსახულების განათების ვარიანტები. ეს საშუალებას მისცემს მგზავრებს, შორ მანძილზე ფრენისას, ადვილად მოახერხონ საათობრივ განსხვავებასთან ადაპტაცია.
მასალის გამოყენების პირობები






