დღეს რეალობაა, რომ ხელისუფლების პარტნიორი არც საზოგადოებაა და არც დასავლეთი - ხათუნა ლაგაზიძე
პოზიცია - 21:16, 10 Nov, 2014     5239
უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკურ კრიზისს და კოალიციიდან ალასანიას გუნდის გასვლის შემდეგ, რა როლია აკისრიათ რესპუბლიკელებს; რაზე მიუთითებს დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მძიმე შეფასებები და ალასანიას ,,სამი მტერი“ - ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და სამთავრობო გუნდის შესაძლო კრიზისზე ,,ნიუპოსტთან“ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.

,,პოლიტიკურ კრიზისს რამდენიმე ფაქტორის გამო არ ველოდები, კოალიციამ მაინც შეძლო თემატური საპარლამენტო უმრავლეოსობის მოგროვება მაჟორიტარების ხარჯზე და პირდაპირი დაშლა კოალიციას არ დაემუქრა, თუმცა მისი მომავალი საპარლამენტო მუშაობა აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო დღემდე, უფრო მეტი ამბიციები ექნებათ იმ ადამიანებს, ვის ხმაზეც არის დამოკიდებული უმრავლესობის შენარჩუნება. უპირველესად კი რესპუბლიკლებს, რომელიც ერთადერთი პროდასავლური ბეგრაუნდის ძალად დარჩა უმრავლესობაში. მათი წამოსვლა უმრავლესობიდან უკვე იქნება ამ ხელისუფლების დიაგნოზი და უკვე შესაძლებელი იქნება თქმა, რომ ქვეყანა მართლაც იცვლის პროდასავლურ კურსს. ამიტომ რესპუბლიკელებს ხელისუფლება განსაკუთრებით გაუფრთხილდება. რესპუბლიკელებს აქვთ ისეთი კონტაქტები დასავლეთში, როგორიც არა აქვს კოალიციის მთავარ გამწევ ძალას პარტია „ქართულ ოცნებას“ . ასე, რომ ლოგიკურად მათ უფრო მეტის დათმობა მოუწევთ რესპუბლიკელებისთვის, ისევე როგორც მაჟორიტარებისთვის, თუმცა მაჟორიტარების შემთხვევაში, საქმე გაცილებით იოლად არის, იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა ბიზნესის წარმომადგენელია და ბიზნესის მართვა ზეწოლის მეთოდით ყველა ხელისუფლებისთვის უფრო იოლია. თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ საპარლამენტო მუშაობა აღარ იქნება ისეთივე უღრუბლო, როგორც აქამდე იყო. პრეზიდენტის ვეტოები იქნება უფრო ძნელი დასაძლევი და ისეთი ფუნდამენტური თემები, როგორიცაა ბიუჯეტი, იქნება ხელისუფლებითვის „დამოკლეს მახვილივით“ - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი დასავლეთის რეაქციებზე საუბრობს და ხელისუფლების მიმართ არსებულ კითხვის ნიშნებზე მიუთითებს, რომელიც დასავლელ პარტნიორებში გაჩნდა.

,,ყველაზე სერიოზული დარტყმა ხელისუფლებისთვის დასავლეთის რეაქციებია, ის თემა, რომ ხელისუფლების მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და პირდაპირი შეფასებები გაჩნდა, მაგალითად ის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უწყობს ფეხს დემოკრატიის მოთხოვნებს, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დასავლეთის დედაქალაქების თვალში თავისი პროდასავლური, ცივილური იმიჯის რეინკარნაცია , მათ ჩამოუყალიბდებათ აზრი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათთვის არაკომფორტული და მიუღებელია. შესაბამისად, დაიწყება აქტიური თანამშრომლობა ოპოზიციასთან.

მინისტრების ვაკანტურ ადგილებზე გამოხატულად პროდასავლური იმიჯის ადამიანები უნდა დაინიშნოს, რადგან მათ მოუწევთ ხელჩართული ბრძოლა, რომ შემოაბრუნონ დასავლეთის აზრი მათკენ. როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი პრემიერზე ამბობს, რომ ის ამბობს ერთს და მისი საქმე სხვას მეტყველებს - ეს დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ის არ ენდობა საქართველოს ხელისუფლების სიტყვებს და უფრო ენდობა იმ მოვლენებს, რომელიც ხდება ქვეყანაში. ეს არის უმძიმესი შეფასება ხელისუფლებისთვის“, - აღნიშნავს ექსპერტი და განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების ,,ბოღმიან განწყობაზე“ მიუთითებს, რაც მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მმართველი ძალის იმიჯისთვის საზიანოა.

,,იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს თავისი თავი ქვეყნის სათავეში და ასევე იმისათვის, რომ ქვეყანაში არ გაჩნდეს სერიოზული დესტაბილიზაციის კერები და დასავლეთმა ხელაღებით არ დაიწყოს ოპოზიციაში ხელისუფლების შემცვლელი ძალის მხარდაჭერა, ამისათვის ხელისუფლებამ მართლა მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოს, რომ შეძლოს მოკლე დროში საკუთარი იმიჯის შემობრუნება. ეს მარტო მისთვის არ არის აუცილებელი, ეს აუცილებელია სახელმწიფოს და საზოგადოების სტაბილურობისთვის.

საკითხავია, რამდენად შეძლებს ამას, იმ დროს, როცა დაკავებულია ძირითადად განსხვავებული აზრის მიმართ ბოღმიანი განწყობით. ხელისუფლება პარტნიორს საზოგადოებაში არ ეძებს, ხელისუფლება საზოგადოებას უყურებს როგორც ბომბს, რომელიც უნდა გაანეიტრალოს. ეს არის მისი უმთავრესი შეცდომა. ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებაში პარტნიორს არ ეძებს ძალიან მალე წავა ხელისუფლებიდან. დღეს არის რეალობა, რომ ხელისუფლების პარტნიორი არც საზოგადოებაა და არც დასავლეთი და რის იმედად არიან, მაინტერესებს“, - ამბობს ლაგაზიძე.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ხათუნა ლაგაზიძე ამას რთულად განიხილავს და რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

,,ალასანიასთვის ძალიან რთულია ძლიერ ოპოზიციად ჩამოყალიბდეს. მას ჰყავს სამი „მტერი“

პირველი, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ეცდება, რომ ალასანიას პარტიას მიაკეროს ე.წ კონსტრუქციული, მართული ოპოზიციის იმიჯი, ეს მესიჯი უკვე გამოუშვა ხელისუფლებამ.

მეორე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ეცდება ალასანიას მიაკეროს მასთან მიტმასნილი ძალის იმიჯი. „ნაციონალური მოძრაობა“ ის ძალაა, რომელიც ნებისმიერ ძალას პოლიტიკურ ჭაობში ჩაძირავს, ეს პროცესიც უკვე დაწყებულია. დანარჩენ ოპოზიციასაც აწყობს, რომ ალასანიამ დამოუკიდებელი თამაში არ ითამაშოს და ან ხელისუფლების ან ნაციონალების დამატებად იქცეს.

მესამე, რაც უნდა დაამარცხოს და ვინც უნდა დაამარცხოს ალასანიამ, არის უშუალოდ საკუთარი თავი, მან უნდა აჯობოს საკუთარ თავს, მისი განვლილი პოლიტიკური გზა იყო ნახევარ ნაბიჯებით მოქმედება, ნახევარ ტონებით საუბარი, მან ეს უნდა შეცვალოს. კონსტრუქციულობა პოლიტიკოსისთვის ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ ალასანიას შემთხვევაში შესაძლოა „დამოკლეს მახვილად“ იქცეს. თუ მას მართული ოპოზიციის იმიჯი მიეკერა ეს მისთვის იქნება დამანგრეველი“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.


ესაუბრა ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42