და აი, ისიც ქაფქაფა „კვაჭურა“;))) ახალი რუბრიკა მხოლოდ ჩვენთან - მეგრული ისტორიული წვნიანები....
კულინარიის ისტორიაში ადამიანების ხასიათი, ენერგია და ცხოვრების წესი ზუსტად ჩანს... ახლა თქვენ წაიკითხავთ, საუკუნეების წინანდელ ქვაბში მოხარშულ ლეგენდას, რომელიც სამეგრელოს ნისლიან სოფლებს და მეგრელი ქალების კეთილ ნანას გაგახსენებთ.... ამ წვნიანს რძის და პიტნის სუნი ასდის.... გებჟალიას „ნოტებია“, ჭყინტი და თოხლო ეფექტების პერფორმანსი;)))
ზუგდიდელმა მადონა თუთბერიძემ სპეციალურად „პირველი კულინარისთვის“ გააცოცხლა დიდედის - ცუცა კიტიას რეცეპტები... მასალის მოწოდებისთვის დიდი მადლობა ჩვენს მეგობარს ჟურნალისტ ლეილა ნაროუშვილს;)))
კვაჭურა
მასალა: რძე – 1 ლიტრი, კვერცხი – 4 ცალი, პიტნა – 1 კონა, მჭადის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი, მარილი – გემოვნების მიხედვით.
ავადუღოთ რძე, ჩავახალოთ თითო კვერცხი, მაგრამ არ მოვურიოთ. დაბალ ცეცხლზე დგას ქვაბი რძით და კვერცხით. პარალელურად, ცალკე დავნაყოთ მარილი და პიტნა, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი – ყველაფერი კარგად ავზილოთ. ეს მასა ჩავასხათ კვერცხიან რძეში, ავურიოთ ნელა, სანამ კარგად არ გაიხსნება. ვადუღოთ 5 წუთი.
ნოყიერი და სასარგებლო რძიანი კერძი მზადაა. კაცებს უყვართ ამ კერძში გემოვნებით პილპილის და ცოტა დაჭყლეტილი ნივრის დამატება...
პ.ს. მეორე ვერსიას აქვე მე გასწავლით - უპიტნოდ: მამაჩემის დიდი ბებია ესმა გოგიჩაიშვილი ამზადებდა, თურმე, უხსოვარ დროს... ქაფქაფა რძეში ჩაახლით კვერცხებს... არ მოურევთ... როცა კვერცხი შეიკვრება ამატებთ დაფშვნილ გუშინდელ მჭადს... მარილი გემოვნებით....
მასალის გამოყენების პირობები






