"გეტყვით სიმართლეს, გინდათ ჩემს ქრისტესთან დავიფიცებ, გინდათ თქვენს ალაჰთან" - ლევან ჩაჩუა
სამართალი - 18:28, 10 Nov, 2014     4519

საქალაქო სასამართლოში პროცესზე ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ახლობლები და ასევე სოფელ ყარაჯალას რამდენიმე მოლა დაიკითხა, რომლებმაც მუსლიმური წესის მიხედვით, გარდაცვლილი უსუპოვი განბანეს. მათი თქმით, უსუპოვის ცხედარს, გულმკერდის არეში ორი ნახვრეტი აღენიშნებოდა. დაზიანებები კი მათ სამედიცინო დახმარების შედეგად მიყენებული ეგონათ.

აღნიშნული ჩვენების შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, ჩვენების მიცემა მოწმემ ვიდეოფირის ჩვენების თანხლებით განაგრძო. მოსამართლემ კი პროცესის ეს ნაწილი დახურა. ვიდეოფირის ჩვენების შემდეგ, პროცესი დამსწრეთათვის კვლავ საჯარო გახდა.

საქმის პროკურორის რევაზ ნადოის თქმით მოწმეები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს გულმკერდის ზედაპირზე ორივე მხარეს დაზიანებები აღენიშნებოდა ნაჩხვლეტების სახით.

საპირისპიროს აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ ტაბიძე, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში არსებული ვიდეო და ფოტომასალა არ აღწერს აღნიშნულ დაზიანებებს, რომლებზეც მოწმეები საუბრობენ. აღნიშნული ვიდეომასალა დღევანდელ პროცესზე დახურული სხდომის რეჟიმში წარადგინეს. უსუპოვის მამამ, იაშა უსუპოვი უბედურ შემთხვევას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისი შვილი და ზურაბ ჟვანია მოკლეს. მისი თქმით ნაჩხვლეტები, როემლიც მის შვილს განბანის დროს აღმოუჩინეს ცხადყოფს რომ რაულ უსუპოვის სხეულში შხამი შეიყვანეს და ისე მოკლეს, იაშა უსუპუპოვის დაკითხვის შემდეგ, მას ლევან ჩაჩუამ მიმართა "ჩემს მტერს ის უბედურება, რაც თქვენ დაგემართათ. გულწრფელად გისამძიმრებთ. ჩემი პროფესიის ფარგლებში ხშირად მხვდებოდნენ თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და უმრავლეს შემთხვევაში ვაკმაყოფილებდი მათ ინტერესებს. როდესაც სასამართლო ჩემი დაკითხვის ეტაპზე გადავა, თქვენ შეგიძლიათ დამისვათ ნებისმიერ შეკითხვა და თუ ამის საშუალება მაინც არ გექნებათ, როდესაც გამოვალ ციხიდან, თუ ცოცხალი ვიქნები, შემიძლია შეგხვდეთ და ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. გეტყვით სიმართლეს, გინდათ ჩემს ქრისტესთან დავიფიცებ, გინდათ - თქვენს ალაჰთან", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

გარდაცვლილის მამამ ექსპერტის მისამართით კიდევ ერთი შეკითხვა დასვა - თუკი სოფლის მოლებმა, რომლებმაც გარდაცვალების მეორე დღეს განბანეს მიცვალებული და შეამჩნიეს მკერდის არეში დაზიანებები, რატომ ვერ შეამჩნია ეს ექსპერტმა.

ამის შემდეგ დაცვის მხარემ გარდაცვლილის მამას ჰკითხა, რა აძლევს მას იმის თქმის საფუძველს, რომ მისი შვილი არის მოკლული. საპასუხოდ იაშა უსუპოვმა განაცხადა, რომ მისი შვილი, რომელიც სისუფთავით გამოირჩეოდა, პრემიერთან გასვრილი ტანსაცმლით არ წავიდოდა. იაშა უსუპოვის თქმით, ტანსაცმელი, რომელიც მის შვილს გარდაცვალების მომენტში ეცვა, ტალახით იყო დასვრილი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აქვს სხვა არგუმენტებიც, რომლის საფუძველზეც ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლულია და უბედური შემთხვევა არ არსებობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42