სენსაციური რეცეპტები - ლიმონის მურაბა!!!
საზოგადოება - 16:14, 08 Jan, 2013     6205

 

ვაკეში, კავსაძის ქუჩის კუთხეში გვიან ღამით ერთი მოხუცი ქალი დგას ხოლმე და 1 პარკ ლიმონს 1 ლარად ყიდის... ღამე, სიცივე, ახალი წლის დღეები და ფიქრი მოხუც შეციებულ ქალზე ამ ყველაფერს უფრო ჯადოსნურს ხდის...

 

გადავყოფ მარცხენა ხელს თბილი მანქანიდან, ვყიდულობ ლიმონით სავსე პარკებს და ქალის ლოცვა მომყვება სახლამედე... რამდენჯერ მიფიქრია - ნეტავ მანქანაში მქონდეს (ან ქუჩაში იდგეს) ცხელი ჩაის აპარატები და ასეთ მოხუცებს ზამთრისგან გადავარჩენ;))) გავუწოდებ ფულს და ცხელ ჩაის... ის მომაწოდებს ლიმნიან პარკებს....

 

ასე სევდიანად დავიწყე რეცეპტი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის უებარი წამალია... გრიპის, ვირუსის, გარესამყაროს ავი ზრახვების წინააღმდეგ - ცხელი ჩაი და ლიმონის მურაბა!!!

 

ლიმონის მურაბა

 

მასალა: 1 კგ ლიმონი, თხელკანიანი, 2 კგ შაქარი, 1 ჭ წყალი.

 

პროცესი: ლიმონს დანით გავაცალოთ კანი, ისევე როგორც ფორთოხალს ვაცლით. ფრთხილად დავყოთ ლებნებად . დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ნახევარი საათით, შემდეგ გადავწუროთ და უცებვე ცივ გამდინარე წყლში ჩავდგათ 4–5 წუთით. ესეც გადავწუროთ.

 

ლიმონის მურაბა იხარშება დაბალ ცეცხლზე , ქვაბს ქვემოთ აუცილებლად უნდა დავდოთ ცეცხლის გამანაწილებელი.

 

ჯერ იხარშება სიროფი - 2 კგ შაქრისა და 1 ჭ წყლისაგან, ცხელ სიროფში ფრთხილად ჩავყაროთ ლებნები და წამოდუღებიდან 5 წუთი იდუღოს.

 

მერე გავთიშოთ ცეცხლი და მთელი ღამე დავტოვოთ. დილით ისევ შევდგათ ცეცხლზე გამზადებამდე. ცხელი ჩავასხათ ქილებში.

 

პ.ს. დიდი მადლობა რეცეპტების მოწოდებისთვის ლეილა ნაროუშვილს...

 

გაფრთხილებთ - ეს მურაბა არის მაინც მჟავე და 1 კოვზი 1 ლებნით საკმარისია დიდ ჭიქა ცხელ ჩაიში;))) ანუ ჟოლოს მურაბასავით 1 ტონას ვერ გეახლებით;))) უბრალოდ, ჩათვალეთ, წამალია - გრიპის წინააღმდეგ...

 

ესმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42